ერევანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, ადგილზე ორი ნაღმი იპოვეს

© photo: Sputnik / Arpi Beglaryanერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. ერევანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის საგანგებო სამსახურის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთ-ერთ დაშავებულს აფეთქებამ ტერფი წააცალა და ის ამ და სხვა მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„32 წლის მამაკაცი ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო 20 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა ფასდება როგორც უკიდურესად მძიმე“, — ნათქვამია პრეს-ცენტრის განცხადებაში.

სპეციალისტებმა შემთხვევის ადგილზე ორი ნაღმი აღმოაჩინეს, მათგან ერთი დაშლილ მდგომარეობაში. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0