აზერბაიჯანში მეფრინველეობის ფაბრიკაში აფეთქებას ერთი ადამიანი შეეწირა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიმეფრინველეობის ფაბრიკა
მეფრინველეობის ფაბრიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქებისას დაშავებულები მეფრინველეობის ფაბრიკის თანამშრომლები არიან.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის სამხრეთით, ლერიქის რაიონში, მეფრინველეობის ფაბრიკაში ხუთშაბათს აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" ლერიქის რაიონის პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით.

დაიღუპა 1982 წელს დაბადებული ვალეხ ორუჯ ოღლუ. ორი ადამიანი დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე ფაბრიკაში მუშაობდა.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0