საქართველოში აზერბაიჯანელი მწერლების კრებული გამოიცა

© photo: Sputnikწიგნის დღეები საქართველოში
წიგნის დღეები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის შემოდგომაზე მკითხველს "თანამედროვე აზერბაიჯანული პროზის ანთოლოგიას" შესთავაზებენ.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანელი მწერლების ლიტერატურულ ნაწარმოებთა ახალი კრებული გამოიცა, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "აზერტაჯზე" დაყრდნობით.

თსუ-ის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
"ვეფხისტყაოსანი" ჩეჩნურ ენაზე გამოიცა

კრებული სახელწოდებით "თანამედროვე აზერბაიჯანული პროზის ანთოლოგია" მომზადებულია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მთარგმნელობითი ცენტრის მიერ.

წიგნში თავმოყრილია XX საუკუნის აზერბაიჯანელი მწერლების მოთხრობები, რომლებიც ცნობილმა მწერალმა და მთარგმნელმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა იმირ მამედლიმ თარგმნა.

წიგნის რედაქტორია ცნობილი მთარგმნელი მანანა ბოსტოღანაშვილი, წინასიტყვაობის ავტორია გამოჩენილი ქართველი მწერალი გურამ ოდიშარია. წიგნი გამოსცა სტამბა "ინტელექტმა".

წიგნის პრეზენტაცია თბილისში სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0