თბილისი უცხოეთში წასულ „ქართველ სომხებთან" კავშირებს განავითარებს

© photo: Sputnikსომხური ეკლესია ავლაბარში
სომხური ეკლესია ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო აპირებს კავშირების განვითარებას სომხებთან, რომლებიც ქვეყნიდან საცხოვრებლად უცხოეთში წავიდნენ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ეროვნების მიუხედავად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებად ჩაითვლებიან.

„საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი „ქართველი სომხების" როლი ძალიან საინტერესო შეიძლება გახდეს. შევეცდებით განვავითაროთ კავშირები უცხოეთში საცხოვრებლად წასულ "ქართველ სომხებთან", — განაცხადა „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოში რეგიონული უსაფრთხოების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ.

რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო
დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს რატი ბრეგაძე უხელმძღვანელებს

მისი თქმით, მოქალაქეთა ეს ნაწილი ქვეყნისთვის საკმაოდ სპეციფიკური და გარკვეული შესაძლებლობების მატარებელია.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს ინტერესებშია, რადგან საქართველოდან წასული სომხები ის ხიდი გახდება, რომელიც ოფიციალურ თბილისს დაუკავშირებს იმ ქვეყნებს, სადაც ისინი ცხოვრობენ.

საქართველო და სომხეთი დიასპორებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. თუ სომხებისთვის დიასპორული პოლიტიკა — სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური სომხებია, საქართველოს შემთხვევაში დიასპორული პოლიტიკა სამდონიანია. ის მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს; საქართველოში დაბადებულებს, რომლებიც სხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან — სომხებიდან იეზიდებამდე; მესამე დონე — კავკასიური დიასპორა.

რუსეცკი დარწმუნებულია, რომ დიასპორების სიაში საქართველოში დაბადებული სხვა ეროვნების პირთა ჩართვა რეგიონში არსებული კონფლიქტების რიტორიკას შეარბილებს.

ყველა ახალი ამბავი
0