სამხედრო წვრთნები საქართველოში

მედია: საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წელს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

174
(განახლებულია 12:04 05.04.2017)
„კავკასიური არწივი“, რომლის თაობაზეც შესაბამის კანონს პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი, თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისი, ბაქო და ანკარა წელს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ოფიციალურ თურქულ მედიაზე დაყრდნობით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის კანონს ხელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მოაწერა.

„თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო წელს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „კავკასიური არწივი“ გამართავენ. შესაბამის კანონს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი“, — იუწყება თურქული მედია.

აღსანიშნავია, რომ „კავკასიური არწივი“ თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.

174