სომხეთი თვითმფრინავში აღმოჩენილი რადიაციული ტვირთის თაობაზე განმარტებას აკეთებს

© photo: Sputnik / S.Soloviovთვითმფრინავი Ту-154 ჰაერში
თვითმფრინავი Ту-154 ჰაერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ორშაბათს, 19 მარტს განაცხადა, რომ სომხეთიდან ბელორუსის გავლით ბულგარეთის მიმართულებით მფრენი თვითმფრინავის ბორტზე რადიოქატიური ნივთიერებები აღმოჩნდა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განმარტება გააკეთა იმ ტვირთის თაობაზე, რომელიც ბელორუსმა მესაზღვრეებმა რადიოაქტიური მოწყობილობა აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ორშაბათს, 19 მარტს განაცხადა, რომ სომხეთიდან ბელორუსის გავლით ბულგარეთის მიმართულებით მფრენი თვითმფრინავის ბორტზე რადიოქატიური ნივთიერებები აღმოჩნდა. მოგვიანებით სასაზღვრო კომიტეტმაც დაადასტურა აღნიშნული ფაქტი. შემოწმებისა და ტვირთის გადაადგილების სამართლებრივი საფუძვლების დადასტურების შემდეგ თვითმფრინავი ბულგარეთში გაფრინდა.

"სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებისა და ძირითადი კვანძების მოდერნიზაციის მიზნით კომპანია "რუსატომსერვისის" მიერ სამუშაოების შემსრულებლად შერჩეულმა კომპანია "ხრიდმა" 2016 წლის 3 ოქტომბერს სომხეთში შესაბამისი აღჭურვილობა ჩაიტანა", — განუცხადა სახელმწიფო სააგენტო "არმენპრესს" სომხეთის ე ნერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

აღნიშნული განცხადების თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია "ხრიდმა" იგივე გზით გადააგზავნა ზემოხსენებული აღჭურვილობა უკან, რა გზითაც ჩაიტანა სომხეთში.

სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ბელორუსის საავიაციო ხელმძღვანელობას, რომელმაც ფრენის ნებართვა გასცა, წინასწარ ეცნობა ტვირთის შესახებ. შესაბამისად, "აღჭურვილობის გადატანის პროცესი სატრანსპორტო კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებისა და ყველა საერთაშორისო რეგულაციის დაცვით ხორციელდებოდა".

ყველა ახალი ამბავი
0