მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანში განვითარების ბანკის შექმნით კვლავაც დაინტერესებულია

© AP Photo / Andy Wongმსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანჟელა პრიგოჟინას თქმით, რეფორმები აუცილებელია იმისთვის, რათა პერსპექტივაში განვითარების ბანკი ეკონომიკის განვითარების კატალიზატორად იქცეს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მსოფლიო ბანკი კვლავაც დაინტერესებულია აზერბაიჯანში განვითარების ბანკის დაარსებით, აცხადებს ბანკის სამხრეთ კავკასიის მიმართულების წამყვანი ექსპერტი ანჟელა პრიგოჟინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
რას მოუტანს საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

ექსპერტის თქმით, წარსულში ასეთი ბანკის შექმნა შეიძლებოდა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ბაზაზე განხილულიყო, მაგრამ ამჟამად ხელისუფლება ამ იდეაზე არ მუშაობს.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვამბობთ უარს ამ იდეაზე. უამრავი სხვა სახელმწიფო საფინანსო დაწესებულება, მათ შორის, ფონდები და სააგენტოები… განვითარების ბანკი ან მისი მსგავსი ეკონომიკის განვითარების კონსოლიდირებული და ეფექტური ინსტრუმენტი ამ დაწესებულებების ბაზაზეც შეიძლება შეიქმნას“, — ციტირებს პრიგოჟინას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend-ი.

პრიგოჟინას თქმით, გარდა ამისა, ასევე ფრიად მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად ფინანსური სისტემა იყოს სტაბილური.

ყველა ახალი ამბავი
0