გასულ წელს სომხეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 110 შემთხვევაა დაფიქსირებული

© AFP 2024 / KAREN MINASYANპასპორტების შემოწმება
პასპორტების შემოწმება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ხნის განმავლობაში ამოღებულია: საბრძოლო მასალები, ცივი იარაღი, კონტრაბანდული საქონელი და 5 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერებები.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. გასულ 2016 წელს სომხეთიდან ირანისა და თურქეთის მიმართულების სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 110-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და ვიგენ სარგსიანი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

უწყების მონაცემების თანახმად, სომხეთის სახელმწიფო საზღვარი ერთი წლის განმავლობაში გადაკვეთა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა და 60 ათასზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ, რა დროსაც ძალადაკარგული საბუთების მქონე ათასზე მეტი პირი გამოვლინდა.

„ყველა დამრღვევი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებსა და პოლიციაში გადაიყვანეს“, — აცხადებს პრეს-სამსახური.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ხნის განმავლობაში ამოღებულია: 37 ერთეული საბრძოლო მასალა, 45 ერთეული ცივი იარაღი, 24 მლნ დრამის (დაახლოებით 50 ათასი აშშ დოლარის) ღირებულების კონტრაბანდული საქონელი და 5 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერებები.

აღსანიშნავია, რომ სომხეთისა და თურქეთის საზღვრის დაცვის სისტემა სრულად შენარჩუნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რუსი მესაზღვრეების სომხეთში ყოფნა 1992 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებას ეფუძნება, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების სტატუსს განსაზღვრავს.

ყველა ახალი ამბავი
0