თბილისში სომეხი ფოტოგრაფის გამოფენა გაიმართება

© FB / Maiko Deisadzeგამოფენა "თბილისის სახეები"
გამოფენა თბილისის სახეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოგრაფის სიტყვებით, აღნიშნული პროექტის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მას მიეცა უნიკალური საშუალება, ჰქონოდა ურთიერთობა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ცნობილი სომეხი ფოტოგრაფისა და ფოტოჟურნალისტის, წარმოშობით საქართველოდან, გერმან ავაკიანის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „თბილისის სახეები“ თბილისის გალერეა Black and White-ში დღეს, 3 თებერვალს, 17:00 სთ-ზე გაიხსნება.  

© FB/Maiko Deisadzeგერმან ავაკიანის ნამუშევრების გამოფენა „თბილისის სახეები“
გერმან ავაკიანის ნამუშევრების გამოფენა „თბილისის სახეები“ - Sputnik საქართველო
გერმან ავაკიანის ნამუშევრების გამოფენა „თბილისის სახეები“

ფოტოპროექტი „თბილისის სახეები“ — საქართველოში მცხოვრებთა შავ-თეთრი პორტრეტებია: ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ქურთების, რუსების, უკრაინელების, პოლონელების, ბერძნების, ებრაელებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენლების. 

ფოტოგრაფის სიტყვებით, აღნიშნული პროექტის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მას მიეცა უნიკალური საშუალება – ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან.

„დღეს თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქია, სადაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთის გვერდიგვერდ ჰარმონიულად იცხოვრონ, დაიცვან საკუთარი რელიგიური ადათ-წესები და აღნიშნონ დღესასწაულები“, — ნათქვამია გერმან ავაკიანის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფოტომხატვრის განმარტებით, პროექტი „თბილისის სახეები“ მისთვის ღირებულია არა საბოლოო შედეგით, არამედ თავად მუშაობის პროცესით და იმ ურთიერთობებით, რომლებიც ფოტოგადაღებებისას ყალიბდებოდა. 

© FB/Герман Авакянფოტოგრაფი გერმან ავაკიანი
ფოტოგრაფი გერმან ავაკიანი - Sputnik საქართველო
ფოტოგრაფი გერმან ავაკიანი

„პირადად ჩემთვის, სომხეთში მცხოვრები და იქ მომუშავე ფოტოგრაფისთვის (რომლის მოსახლეობის 99%-ს სომხები შეადგენს) უფრო საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა, ვიდრე მისი შედეგი. აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მომცა, ურთიერთობა მქონოდა ადამიანებთან, რომლებთანაც, არსებული ეთნოკონფლიქტის გამო, მე ურთიერთობის საშუალება აღარ მქონდა“, — აცხადებს ავაკიანი.

ექსპოზიცია სამი დღე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

გერმან ავაკიანი 1962 წელს ქალაქ წულუკიძეში (დღეს ქალაქი ხონი) დაიბადა. 1980-1985 წლებში ერევნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1999 წელს მან ფოტოჟურნალისტიკაში სემინარის კურსი გაიარა.

2000 წელს გერმან ავაკიანი სომხურ-ამერიკულმა ჟურნალმა „წლის საუკეთესო ფოტოგრაფად“ დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0