აზერბაიჯანში ოთხი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა

© photo : dtx.gov.azDTX əməkdaşları əməliyyat zamanı
DTX əməkdaşları əməliyyat zamanı - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ოთხი ეჭვმიტანილის ლიკვიდირება მას შემდეგ მოხდა, რაც მათ ცეცხლი გახსნეს.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განცხადება გააკეთა ქვეყნის ოთხი მოქალაქის ლიკვიდაციის შესახებ, რომლებიც აზერბაიჯანში ტერაქტს გეგმავდნენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„აზერბაიჯანში 31 იანვარს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე: მ. ულუბეკოვი — ზედმეტსახელად აბუ ხავსა, გ. დემიროვი — ზედმეტსახელად აბდულგარიბი, ტ. ალპამედოვი და ს. მამედოვი — ზედმეტსახელად აბდულაჰი. ერთ-ერთი მათგანი — ფ. სადიხოვი — ზედმეტსახელად აბდულჰალიდი დაკავებულია“, — აცხადებს სახელმწიფო უშიშროების სამსახური.

სპეცოპერაციის დროს აღნიშნულმა მოქალაქეებმა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადეს — ცეცხლი გახსნეს ავტომატებიდან და პისტოლეტებიდან.

„ოპერატიული თანამშრომლების მიერ მიღებული ზომების შედეგად ტერორისტებიდან ოთხი ლიკვიდირებულია. ისინი ქვეყანაში ტერაქტს გეგმავდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0