ბაქო

აზერბაიჯანის მცხოვრებლებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდას

23
(განახლებულია 10:41 08.11.2016)
ორშაბათს გამართულ რეფერენდუმზე აზერბაიჯანის მცხოვრებლებმა მხარი დაუჭირეს ყველა შეთავაზებულ ცვლილებას კონსტიტუციაში.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში 26 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ხმა მისცა ამომრჩეველთა 91,2%-მა, იტყობინება Sputnik აზერბაიჯანი ცესკოს წარმომადგენელზემაზახირ პანახოვზე დაყრდნობით. 

აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ფარგლებში დამუშავდა 3950 უბნის ბიულეტენები 5627 საარჩევნო უბნიდან. 

„საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის გაზრდას ხმა მისცა  ამომრჩეველთა 91,2%-მა. ვიცე-პრეზიდენტების ინსტიტუტის შემოღებას — 89%-მა“, — თქვა პახანოვმა ცესკოში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ამასთან, დეპუტატთა არჩევის დროს ასაკობრივი ცენზის გაუქმებას მხარი დაუჭირა 88,3%-მა, ხოლო პრეზიდენტის არჩევისას ასაკობრივი ზღვრის გაუქმებას —91%-მა. აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ასევე ნება დართეს პრეზიდენტს დაითხოვოს პარლამენტი. 

„შესაბამის ცვლილებას კონსტიტუციაში კენჭი უყარა 2,33 მილიონმა ამომრჩეველმა, რაც 87,4%-წს შეადგენს“, — თქვა პახანოვმა. 

აზერბაიჯანში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა 69,7%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 3 671 707 ამომრჩეველია. 


23