ოვანეს მანუკიანი

ოვანეს მანუკიანი: ქართველები კარგად არ გვიცნობენ

686
(განახლებულია 14:11 13.04.2016)

ეგრეთ წოდებული სადავო სომხური ეკლესიები ფართოდაა ცნობილი ხალხში და ქართველები თავად აღიარებენ, რომ ისინი სინამდვილეში სომხებს ეკუთვნით, აცხადებს „Sputnik სომხეთის“  კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოში სომხეთის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი.

ყოფილი ელჩი სააგენტოს სომხურ–ქართულ ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოში სომხური თემის თავისებურებებსა და საყვარელ თბილისურ უბნებზე ესაუბრა.

— რას ნიშნავს იყო ელჩი და სხვა ქვეყანაში საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენდე?

— ელჩობა დიდი პასუხისმგებლობაა როგორც მთავრობის, ისე ხალხის წინაშე. შენ წარმოადგენ საკუთარ რესპუბლიკას უცხო ქვეყანაში, რომელშიც დიპლომატიური მისიით იმყოფები და შენ სამშობლოზე, ხალხზე წარმოდგენას შენი ქცევით ქმნი.

ჩემთვის საქართველოც მშობლიურია, იმიტომ რომ დედაჩემი თბილისელია. მე ვიცნობ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ბავშვობიდან ხშირად ჩავდიოდი საქართველოში და კარგად ვიცნობ თბილისს. როცა ელჩად დამნიშნეს, იქაურ საზოგადოებასთან შერწყმა არ გამჭირვებია, მაგრამ ერთი საქმეა, შორიდან იცნობდე ქვეყანას და მეორე — იქ ცხოვრება.

პირველი, რამაც გამაოცა, ისაა, რომ ქართველები არც თუ კარგად გვიცნობენ. სწორედ ამით დავიწყე ქართულ–სომხური პრობლემების გადაჭრა ელჩის რანგში. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის ფუნქციონირება. ხალხები ერთმანეთთან უნდა მეგობრობდნენ. სწორედ ესაა შემდგომი ურთიერთობების საფუძველი სხვადასხვა სფეროში. იმისთვის, რომ ურთიერთობები მეტად აქტიური იყოს, ქართველები ისევე კარგად უნდა იცნობდნენ სომხებს, როგორც სომხები იცნობენ ქართველებს.

— რატომ ვიცნობთ კარგად საქართველოსა და ქართველებს?

— იმიტომ რომ სომხები ურთიერთობენ საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებთან. ასეთ ინტენსიურ ურთიერთობას კი ჩვენს ყოფაში ქართული ელემენტები შემოაქვს: სამზარეულო, მუსიკა, ტრადიციები. 
საქართველოში სომეხთა თემს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ სინანულით უნდა აღვნიშნო, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც სომხებმა დატოვეს საქართველოში, აქამდე არ არის საკადრისად დაფასებული არც საქართველოში მცხოვრები სომხებისგან და არც ქართველებისგან. ამ პრობლემას სხვადასხვაგვარი ახსნა აქვს, თუმცა დაუშვებელია და არასწორი ამ მემკვიდრეობის უკვალოდ დაკარგვა.
ელჩობისას შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ საქართველოს არქივებსა და მუზეუმებში არაერთი სომეხი მოღვაწის ნამუშევარია დაცული. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ ალბომის შექმნა, რომელშიც სომეხი მოღვაწეების მანამდე გამოუქვეყნებელი ნამუშევრები შევიდა.

— საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს სომეხთა თემი გახლეჩილია. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო მათ გასაერთიანებლად?

— მე ბევრი მიფიქრია სომხური თემის გაერთიანების თაობაზე, ვსწავლობდი ამ პრობლემას და დასკვნაც გავაკეთე: ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების, თავისუფალის სიტყვის ეპოქაში ვცხოვრობთ და, შესაბამისად, არაა სწორი თემის გაერთიანების საკითხის დასმა. ჩვენ არ შეგვიძლია ვაიძულოთ ისინი, რომ ერთნაირად იაზროვნონ, თუნდაც  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში. ჩვენ არ შეგვიძლია ვაიძულოთ სხვადასხვა თემების წარმომადგენლები, ერთი აზრი ჰქონდეთ.

პრობლემა თემების გაერთიანებასა და ერთიანობაში კი არ არის, პრობლემა თემის ორგანიზებაშია. სხვადასხვა გაერთიანებებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის დიალოგი არსებობდეს. სწორედ დიალოგია მტკიცე მეგობრობის საწინდარი. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ თემებს შორის ეს არაჯანსაღი კონკურენცია და დიასპორის შიგნით დიალოგის ატმოსფერო შევქმნათ. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს სომხურ თემში კი არ შეინიშნება, არამედ ბევრ სხვაშიც.

საქართველოს სომხურ თემთან გამოსათხოვარი შეხვედრა
პირადი ფეისბუქგვერდი
საქართველოს სომხურ თემთან გამოსათხოვარი შეხვედრა

— როგორ გიწყობდათ ხელს საქართველოს ხელისუფლება ელჩის თანამდებობაზე მუშაობისას?

— ჩვენ დიალოგი გვქონდა ახლანდელ თუ ძველ მთავრობასთან. არსებობდა გარკვეული საკითხების მოგვარების რესურსი, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოგვდიოდა. იმ საკითხების, რომლებიც ვერ მოვაგვარეთ წინა ხელისუფლების პირობებში, ნაწილობრივი ან სრული რეალიზება მოხდა ამჟამად მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

მაგალითად, ავიღოთ სომხური თეატრის შენობა. თუ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას გამუდმებით მხოლოდ ლაპარაკი მიდიოდა მის რესტავრაციაზე, ახლა უკვე დაწყებულია სარემონტო სამუშაოები. თუმცა ამას ყოველდღიურად ჩარევა და ზედამხედველობა სჭირდება.

— როდის და როგორ წამოიჭრა ეგრეთ წოდებული სადავო ეკლესიების საკითხი?

— ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხს ისტორიის სიღრმეში მიმავალი ფესვებიც აქვს და უახლეს ისტორიასაც ეხება. გარკვეულ პერიოდში საქართველოში რადიკალური ნაციონალისტური ძალები მოვიდნენ. სწორედ მათ გააჩინეს სერიოზული პრობლემები, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა ეკლესიათა შორის ურთიერთობებზე. მიზეზი ბევრია. თუმცა მსურს, დღეს მიზეზებზე კი არ გავამახვილოთ ყურადღება, არამედ მათი მოგვარების გზებზე. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში უშეცდომო, სწორმა პოლიტიკამ უნდა გადაწონოს. ჩვენ კი უფრო მეტად მოქნილები უნდა ვიყოთ. არ შეიძლება და არც არის მართებული, რომ წვრილმანისთვის უფრო ბევრი დაიკარგოს.

ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ხალხების ურთიერთობაზე, არამედ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზე. ეგრეთ წოდებული სადავო სომხური ეკლესიები ფართოდაა ცნობილი ხალხში და ქართველები თავად აღიარებენ, რომ ისინი სინამდვილეში სომხებს ეკუთვნით.

როგორც კი საქართველოში ეკლესიების თემა მწვავდება, მაშინვე იძაბება ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორისაც. შესაბამისად, ეკლესიებს შორის დიალოგი უფრო ინტენსიური უნდა იყოს, რათა ორმხრივი ურთიერთობები მეტად გულითადი, კეთილგანწყობილი გავხადოთ.

— რომელი ადგილი გიყვართ ყველაზე მეტად საქართველოში, თბილისში?

— ასეთი ბევრია, მაგრამ თბილისის ხსენებაზე მაშინვე მეიდანი მიდგება თვალწინ, სადაც ქალაქის ისტორიული კოლორიტი, სომხური სული, სურბ–გევორქის სომხური ეკლესია და მანთაშოვის რიგებია თავმოყრილი. ეს ადგილი ჩემთვის ძალიან ახლობელი და მშობლიურია.

— რა შეიცვალა თქვენში საქართველოში ცხოვრების შემდეგ?

— მე სწრაფად ვერგები ვითარებას. მაგრამ საქართველოს მერე სხვა, შეცვლილი სომხეთი დამხვდა. ოთხი წელი დიდი დრო არ არის, მაგრამ იმავდროულად ის პერიოდია, რომელშიც არაერთი ცვლილება მოხდა და ამიტომ უკან დაბრუნებულს ბევრი რამის ხელახლა შეცნობა მომიხდა.

— სამსახურის გარდა კიდევ რით ხართ დაკავებული?

— აბსტრაქტული ხელოვნების მიმდევარი ვარ. ეს სიყვარული 90–იანი წლების დასაწყისში გამიჩინა ერთმა ჩემმა მეგობარმა. ამ სფეროს წარმომადგენელი იყო და ნელ–ნელა „ამცრა“ აბსტრაქციონიზმის სიყვარულით. მოგზაურობაც მიყვარს. ამაში ზღვაზე რიგით გასეირნებას არ ვგულისხმობ. ვმოგზაურობ ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება ვნახო და გავიგო, როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ამა თუ იმ ქვეყნის ხალხი, სახელმწიფო. ყველაზე საშინელ პირობებშიც კი შემიძლია ვიცხოვრო, თუ მეცოდინება, რომ ეს იმ ქვეყნის რეალური ცხოვრების დანახვაში დამეხმარება.

— ლიტერატურული ნაწარმოები ან პერსონაჟი, რომელმაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ?

— ჩემი მუდმივი მეგზურია „დონ კიხოტი“.

686
თბილისი

საქართველოს ორასზე მეტი მოქალაქე აზერბაიჯანში გაემგზავრება

151
(განახლებულია 17:21 10.08.2020)
350-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის არიან აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრება.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის მოქალაქეების მორიგი ჯგუფი გაემგზავრება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

სულ იგეგმება 352 ადამიანის გაყვანა, მაგრამ აქედან აზერბაიჯანის მოქალაქე მხოლოდ 107-ია. ამ ჯგუფში ასევე არის საქართველოს 233 და რუსეთის 12 მოქალაქე.

ამ ადამიანებს ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და მათი შედეგები დამაკმაყოფილებელია. შესაბამისი ცნობის მიღების შემდეგ ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოდან ექვსი ავტობუსით საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრისკენ გაემგზავრებიან.

პანდემიის პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.

151
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ტესტი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 40 ათასს გადააჭარბა

61
(განახლებულია 11:04 10.08.2020)
სონხეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპები თანდათანობით იკელბს, თუმცა საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით გაგრძელდა

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. სომხეთში კორონავირუსის დადასტურებელი შემთხვევების რაოდენობა 40 185–მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik–სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ბოლო დღე–ღამეში 200 ინფიცირებული გამოვლინდა.

სულ სომხეთში კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა 785 ადამიანი (პლუს 8 გასულ დღე-ღამეში), კორონავირუსის მქონე პაციენტებიდან სხვა მიზეზებით გარდაიცვალა 228 ადამიანი.

ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 32 395 ადამიანი, ამჟამად მკურნალობს 6 777 პაციენტი.

სომხეთში საგანგებო რეჟიმი მარტში ამოქმედდა და ის 12 აგვისტომდეა გაგრძელებული. აკრძალულია შეკრებები, მიტინგები, სავალდებულოა პირბადის ტარება.

61
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
დაკავებები ბელარუსში

ბელარუსის ქალაქებში კვლავ დაძაბულობაა: სპეცრაზმი ხალხის დაკავებას განაგრძობს

0
მილიციის ხელმძღვანელობამ ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში კვლავ სპეცტექნიკის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არასანქცირებული აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას აღკვეთავენ, განაცხადეს ორშაბათს შსს-ში, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

საგანგებო დანიშნულების რაზმის („ომონის“) თანამშრომლები განაგრძობენ დაკავებებს, ყველა გამვლელს დოკუმენტებს და ზურგჩანთებს უმოწმებენ. რაიონში მობილიზებულია მილიციის ძალები, მორიგეობს ორი სახანძრო მანქანა. მიუხედავად ამისა, რაიონში ადამიანების მცირე ჯგუფები იყრიან თავს.

„მილიციის თანამშრომლები დღესაც მუშაობენ გაძლიერებული რეჟიმით. გარდა ამისა, მინსკის ქუჩებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით სპეცტექნიკაა მობილიზებული“, - განუცხადა Sputnik-ს ბელარუსის შსს-ს წარმომადგენელმა ოლგა ჩემოდანოვამ.

მინსკში პროტესტის დროს სამართალდამცველებს გუშინ სპეცტექნიკის, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუხდათ.

ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მასობრივი არეულობის ფაქტებზე 21 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ზოგიერთი მუხლით გამოყენებულმა სანქციებმა შესაძლოა 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მიაღწიოს. გამომძიებლებმა დააზუსტეს, რომ გუშინ დაკავებულია 80-ზე მეტი პირი. მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს