მსოფლიოს ქალაქები, ბაქო

რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქოში შეხვდებიან

32
(განახლებულია 22:15 29.03.2016)
სამმხრივ შეხვედრაზე ბაქოში მხარეები განიხილავენ "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფნისა და სხვა პერსპექტიულ პროექტებს, იტყობინება აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსამსახური.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქოში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე განიხილავენ სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ განვითარების საკითხებს, იტყობინება სააგენტო РИА Новости სამშაბათს, სააგენტო АРА-ზე დაყრდნობით. 

ბაქოში დაგეგმილ საგარეო უწყების ხელმძღვანელთა სამმხრივ შეხვედრაზე, თებერვალში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე განიხილება ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბაქოში ვიზიტის დღის წესრიგი და ვადები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, განაცხადა გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. 

„შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხები სამმხრივ რეგიონალურ თანამშრომლობას შეეხება, კერძოდ სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ განვითარებას და სხვა პერსპექტიულ პროექტებს“, — თქვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ხიკმეტ გაჯიევმა. 

სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ნავა შევადან (მუმბაი, ინდოეთი) ბანდარ-აბასის (ირანი) გავლით ასტრახანსა (რუსეთი) და ბაქოში (აზერბაიჯანი), როგორც ელოდებიან მნიშვნელოვნად შეამოკლებს ტვირთების ტრანსპორტირების დროს ინდოეთიდან ცენტრალური აზიის რეგიონებსა და რუსეთში. 


32
თემაზე
ბაქოში „გაზის სამხრეთი დერეფნის“ პროექტის დეკლარაციას მოეწერა ხელი
სომხეთი და ირანი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ
ბაქოში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრეს