ხიდი

ბაქოში ტრანსპორტის სამინისტრომ მამაკაცი სუიციდამდე მიიყვანა

10
აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების გამო, რის შედეგადაც ის შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა, მეწარმე თავის მოკვლას აპირებდა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ბაქოში პარასკევს, შუა დღისთვის, პოლიციელებმა თვითმკვლელი გადაარჩინეს, რომელიც საავტომობილო ხიდზე ავიდა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების გამო თვითმკვლელობით იმუქრებოდა. როგორც „Sputnik აზერბაიჯანის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, თვითმკვლელობით საავტომობილო ხიდზე, რომელიც სამინისტროს შენობის მოპირდაპირედ არის, მეწარმე დონმიაზ მამედოვი იმუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის №509 ავტობუსის სამარშრუტო ხაზის მფლობელი იყო. ცოტა ხნის წინ ეს მარშრუტი დაიხურა, ხოლო მამაკაცი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.

ამასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, მამედოვმა საწვავი გადაისხა და თავის მოკვლით იმუქრებოდა. ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მივიდნენ. პოლიციელებმა მამედოვს თვითმკვლელობა გადააფიქრებინეს. მას ასევე ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა მათი საუბარი რითი დასრულდა, უცნობი დარჩა, რადგანაც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მაშინვე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ვითარების გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.


10