ნავთობის მოპოვება

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი იზრდება და მისმა ღირებულებამ 34,39 აშშ დოლარს მიაღწია

19
აზერბაიჯანში მოპოვებული ნავთობის ღირებულება იზრდება და ბარელისთვის 34,88 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია. თუმცა ნავთობის ბაზარზე ნავთობის ჭარბი რაოდენობა შეინიშნება, რამაც ფასების ამჟამინდელი ზრდა ხანმოკლე შეიძლება გახადოს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ბოლო კონტრაქტების თანახმად, აზერბაიჯანში მოპოვებული AzeriLight-ის მარკის მსუბუქი ნავთობის ღირებულება 0,51 აშშ დოლარით გაიზარდა და ბარელისთვის 34,88 ნიშნულს მიაღწია, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი" სააგენტო „აზერტაჯზე“ დაყრდნობით.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე NYMEX ბოლო ვაჭრობისას WTI-ს მარკისმსუბუქი ამერიკული ნავთობის ფასი 0,13 აშშ დოლარით გაიზარდა და ბარელისთვის 31,85 აშშ დოლარი შეადგინა. ლონდონის ბირჟაზე ICE ჩრდილოეთის ზღვის Brent-ის ნავთობზე ბარელი ფასში 0,75 აშშ დოლარით გაიზარდა და ვაჭრობისას მისი ღირებულება 32,73 აშშ დოლარი იყო. 

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები ამჟამად ძალზე მაღალი ვოლატილობით ხასიათდება და კოტირება შეიძლება დღის განმავლობაში შეიცვალოს. ასე, „შავი ოქროს“ ღირებულება ზრდის მიმართულებით იცვლება „ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელის ნიკოლაი ტოკარევის განცხადებებში იმის თაობაზე, რომ საუდის არაბეთი ნავთობის ბაზარზე არსებული ვითარების საკითხებზე ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოების შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რათა, კერძოდ, მისი მოპოვების შემცირების შესაძლებლობა განიხილონ.  ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყნების შეხვედრა, მისი განცხადებით, შეიძლება თებერვლის თვეში გაიმართოს.

გარდა ამისა, კომპანია SaudiAramco-ს ხელმძღვანელმა ამინ ნასერმა (AminNasser) განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლოს ნავთობის ფასი გაიზრდება, რადგანაც მაღალხარჯიანი მწარმოებელი კომპანიები ნავთობის ბაზარს დატოვებენ. მისი პროგნოზით, მოთხოვნა მიმდინარე წელსაც — დღეში 1,2 მლნ ბარელზე მეტით გაიზრდება.

ამასთან ერთად, ნავთობის ბაზარზე კვლავ ნავთობის სიჭარბე შეინიშნება და იმპორტიორი ქვეყნების ნავთობის საცავები „გადავსებულია“. 

ხუთშაბათს „შავი ოქროს“ ფასებზე ზეწოლას დაწევის მიმართულებით აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებები უჭერს მხარს იმის თაობაზე, რომ აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგები გასულ კვირაში 8,4 მილიონი ბარელით, ან 1,7%-ით — 494,9 მლნ ბარელამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ზრდას მხოლოდ 3,277 მლნ ბარელით ვარაუდობდნენ.

ამ დროისთვის Brent-ის ნავთობით ვაჭრობა ონლაინ-რეჟიმში ბარელისთვის 33,21 აშშ დოლარის დონეზე მიმდინარეობს, WTI-ს მარკის — 32,29 აშშ დოლარის.


19