ბათუმი

ალექსანდრე მანთაშოვმა ბათუმელი სომხები გააერთიანა

221
(განახლებულია 14:16 15.12.2015)
ამიერიდან ქალაქ ბათუმში ცნობილი თბილისელი სომხის, ფილანტროპ ალექსანდრე მანთაშოვის სახელობის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი ამოქმედდება, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბათუმთან.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. სომხებმა საქართველოში დიდი ხნის წინ მოიკიდეს ფეხი და ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში. სომეხთა მასიური გადმოსახლება საქართველოში ჯერ კიდევ დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის დროს დაიწყო. სომხებს საქართველოსთან აკავშირებთ არა მხოლოდ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლე დიდი თემი, არამედ ნათესავური კავშირებიც, — წერს Sputnik სომხეთი.

სომხები არ ივიწყებენ თავისიანებს და შეძლებისდაგვარად განაგრძობენ წინაპართა ღირსეულ საქმეს. 

ამ მიზნით ამ დღეებში ბათუმში, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიასთან არსებული, ალექსანდრე მანთაშოვის სახელობის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა. სომხური კულტურის ცენტრ „აიართუნის“ დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა  Sputnik–ს უამბო, როგორ და რა მიზნით დაარსდა ცენტრი. 

„ცენტრის გახსნის იდეა ყოველთვის არსებობდა, იმიტომ, რომ აქამდე ბათუმში ასეთ ცენტრი არ არსებობდა. ბათუმის თემის ამჟამად გახსნილი  ანკლავის ყველა ფუნქციას მანამდე მე–19 საუკუნის ბოლოს აშენებული ეკლესია „სურბ ფრკიჩი“  ასრულებდა. ძალიან ბევრი მეცადინეობა ტარდებოდა ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის ფარგლებში, რითაც ხელი ეშლებოდა როგორც ყოველდღიურ წირვას, ისე საკვირაო სკოლის მუშაობას. ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წყალობითა და სომხეთის დიასპორის სამინისტროს ხელშეწყობით, ბოლოს და ბოლოს, შევძელით ცენტრის გახსნა“, —  თქვა ლევონ ჩიდილიანმა. 

ცენტრისთვის შემთხვევით არ უწოდებიათ საქართველოში დაბადებული ცნობილი სომხის, ნავთობის უმსხვილესი მაგნატისა და ფილანტროპ ალექსანდრე მანთაშოვის სახელი. მიუხედავად იმისა, რომ მანთაშოვი თბილისში იყო დაბადებული, აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმში: 1907 წელს მსოფლიოში პირველმა გაიყვანა 835 კილომეტრიანი ნავთობსადენი ბაქო– ბათუმი. იმ დროისთვის მას უკვე ეკუთვნოდა  ფოლადისა და ხის კასრების დამამზადებელი ქარხანა ბათუმში, ნავთისა და საპოხი მასალების საწყობები, ნავთობის საქაჩი სადგური და ბათუმის ერთ–ერთი პორტი. მანთაშოვმა წვლილი შეიტანა „სურბ ფრკიჩის“ ეკლესიის მშენებლობაშიც. 

„მანთაშოვის პოპულარიზაცია აუცილებელია. ის, როგორც ფილანტროპი, არაერთ სომეხს დაეხმარა განათლების მიღებაში, ხელს უწყობდა სომხური თემის განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ ის ბევრი სომხისთვის იქცევა მისაბაძ მაგალითად“, — მიაჩნია ჩიდილიანს. 

ახლად გახსნილი ცენტრი ბათუმელი 6 ათასი სომხისთვის ნამდვილ კულტურულ–საგანმანათლებლო სამყაროდ იქცა. მუშაობს ცენტრთან არსებული წმ. გრიგოლის სახელობის საბავშვო ბაღი, წმ. მესროპ მაშტოცის სახელობის სომხური ენის შემსწავლელი სკოლა, ახალგაზრდული გაერთიანება „მერ აფაგანი“ („ჩვენი მომავალი), თეატრალური, მხატვრული კითხვისა და სიმღერის წრე „ახბიური“ („წყაროსთვალი“) და ცეკვის წრე „ჰეგნარი“. 

„თემში დიდი პრობლემა გვაქვს. სომხების დიდი ნაწილი კარგადაა ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში და მშობლიური ენა არ იცის. ვფიქრობ, ეს ცენტრი ხელს შეუწყობს სომხური ენის შესწავლასა და სომხური კულტურის პოპულარიზაციას დასავლეთ საქართველოში“, — განაცხადა ჩიდილიანმა. 

სომხების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იკლებს, დარჩენილები კი ყველანაირად ცდილობენ, შეინარჩუნონ ის, რაც გადარჩა. დრო ერთ ადგილზე არ დგას და საუკუნეების მანძილზე შექმნილი, საქართველოში მარცვალ–მარცვალ მოძებნილ–შეგროვებული სომხური მემკვიდრეობაც ქრება. და მხოლოდ ბანალური ჭეშმარიტება „ძალა ერთობაშია“ გადაარჩენს არა მხოლოდ სომხურ კულტურას საქართველოში, არამედ ზოგადად სომხობას. 


221
თბილისი

საქართველოს ორასზე მეტი მოქალაქე აზერბაიჯანში გაემგზავრება

153
(განახლებულია 17:21 10.08.2020)
350-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის არიან აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გაემგზავრება.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის მოქალაქეების მორიგი ჯგუფი გაემგზავრება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

სულ იგეგმება 352 ადამიანის გაყვანა, მაგრამ აქედან აზერბაიჯანის მოქალაქე მხოლოდ 107-ია. ამ ჯგუფში ასევე არის საქართველოს 233 და რუსეთის 12 მოქალაქე.

ამ ადამიანებს ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და მათი შედეგები დამაკმაყოფილებელია. შესაბამისი ცნობის მიღების შემდეგ ისინი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოდან ექვსი ავტობუსით საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრისკენ გაემგზავრებიან.

პანდემიის პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.

153
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ტესტი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 40 ათასს გადააჭარბა

61
(განახლებულია 11:04 10.08.2020)
სონხეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპები თანდათანობით იკელბს, თუმცა საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით გაგრძელდა

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. სომხეთში კორონავირუსის დადასტურებელი შემთხვევების რაოდენობა 40 185–მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik–სომხეთი დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ბოლო დღე–ღამეში 200 ინფიცირებული გამოვლინდა.

სულ სომხეთში კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა 785 ადამიანი (პლუს 8 გასულ დღე-ღამეში), კორონავირუსის მქონე პაციენტებიდან სხვა მიზეზებით გარდაიცვალა 228 ადამიანი.

ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 32 395 ადამიანი, ამჟამად მკურნალობს 6 777 პაციენტი.

სომხეთში საგანგებო რეჟიმი მარტში ამოქმედდა და ის 12 აგვისტომდეა გაგრძელებული. აკრძალულია შეკრებები, მიტინგები, სავალდებულოა პირბადის ტარება.

61
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
დაკავებები ბელარუსში

ბელარუსის ქალაქებში კვლავ დაძაბულობაა: სპეცრაზმი ხალხის დაკავებას განაგრძობს

0
მილიციის ხელმძღვანელობამ ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში კვლავ სპეცტექნიკის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არასანქცირებული აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას აღკვეთავენ, განაცხადეს ორშაბათს შსს-ში, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

საგანგებო დანიშნულების რაზმის („ომონის“) თანამშრომლები განაგრძობენ დაკავებებს, ყველა გამვლელს დოკუმენტებს და ზურგჩანთებს უმოწმებენ. რაიონში მობილიზებულია მილიციის ძალები, მორიგეობს ორი სახანძრო მანქანა. მიუხედავად ამისა, რაიონში ადამიანების მცირე ჯგუფები იყრიან თავს.

„მილიციის თანამშრომლები დღესაც მუშაობენ გაძლიერებული რეჟიმით. გარდა ამისა, მინსკის ქუჩებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით სპეცტექნიკაა მობილიზებული“, - განუცხადა Sputnik-ს ბელარუსის შსს-ს წარმომადგენელმა ოლგა ჩემოდანოვამ.

მინსკში პროტესტის დროს სამართალდამცველებს გუშინ სპეცტექნიკის, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუხდათ.

ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მასობრივი არეულობის ფაქტებზე 21 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ზოგიერთი მუხლით გამოყენებულმა სანქციებმა შესაძლოა 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მიაღწიოს. გამომძიებლებმა დააზუსტეს, რომ გუშინ დაკავებულია 80-ზე მეტი პირი. მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს