სწავლებები აზერბაიჯანის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში

აზერბაიჯანში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყო

10
(განახლებულია 07:27 07.09.2015)
აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში, ყველა სახის ჯარებში საბრძოლო მომზადების შემოწმების მიზნით, კვირას მსხვილმასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყო.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში, ყველა სახის ჯარებში საბრძოლო მომზადების შემოწმების მიზნით, კვირას მსხვილმასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყო, რომელშიც 65 ათასი სამხედრო იღებს მონაწილეობას, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში, რომელსაც Sputnik Азербайджан ციტირებს.

 ინფორმაციის თანახმად, სწავლებებში, რომელიც 13 სექტემბრამდე გასტანს, 65 ათას კაციანი პირადი შემადგენლობა მონაწილეობს, 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 500 სარაკეტო და საარტილერიო დანადგარი, 40 თვითმფრინავი, 50 ვერტმფრენი და 20-მდე გემი და კატერი. ასევე საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფი და საზენიტო-სარაკეტო ფორმირებები, რომლებიც აღჭურვილი არიან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე კომპლექსებით.

 სწავლებებში, საჰაერო დაზვერვის ჩატარების მიზნით, ასევე გამოყენებული იქნება უპილოტო საფრენი აპარატები. 

 სწავლებებისთვის გამოძახებულ იქნება 6000 თადარიგის სამხედროვალდებული, რათა შემოწმდეს მობილიზაციის კუთხით დავალებების შესრულების ხარისხი. თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებთან ჩატარდება სწავლებები იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებაზე, საბრძოლო სროლები, საბრძოლო ურთიერთქმედებისათვის მორალურ-ფსიქოლოგიური მომზადების ღონისძიებები.  

 სამეთაურო-საშტაბო სამხედრო თამაშების დასკვნით ეტაპზე, სასწავლო ცენტრებსა და პოლიგონებზე მოტომსროლელი და სატანკო ქვედანაყოფები შეასრულებენ საბრძოლო გასროლებს სარაკეტო და საარტილერიო დანადგარებიდან, საზენიტო —სარაკეტო დანადგარებიდან, საბრძოლო თვითმფრინავებიდან და ჰელიკოპტერებიდან. 

 ამასთან მთიან ყარაბახში, სადაც პარასკევს არაღიარებული რესპუბლიკის არმიის 2 სამხედრო მოსამსახურე-კონტაქტორი დაიღუპა,  მდგომარეობა კვლავ დაძაბული რჩება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ აცხადებდა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში 7 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.  

 

10
თემაზე
აზერბაიჯანში მიწისძვრის შედეგად ქალი დაიღუპა
აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკთა რაზმი გააუვნებელყვეს