აზერბაიჯანში მიწისძვრის შედეგად ქალი დაიღუპა

გამოწერა
დაღუპული გეიჩაის მკვიდრი, ორი შვილის დედაა.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა, იუწყება სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ ქვეყნის რეგიონულ ტელევიზიაზე დაყრდნობით. 

დაღუპული გეიჩაის მკვიდრი, ორი შვილის დედაა.

სოფელ მელიქენდის მცხოვრები, 1987 წელს დაბადებული იბადოვა რუგიია მუსტაფა კიზი მიწისძვრის დროს საკუთარი სახლის ეზოში ჭასთან იმყოფებოდა. ბიძგების შედეგად ფეხი აუცურდა და ჭაში ჩავარდა. ამ დროს ჭაში წყლის ელექტროძრავი მუშაობდა და მას დენმა დაარტყა.

აზერბაიჯანში, ადგილობრივი დროით დილის 09:49 საათზე, ქალაქ შეკიდან 29 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრე 7 ბალი იყო, ახლო დასახლებულ პუნქტებში 5-6 ბალის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა. ბიძგების კერა 13 კილომეტრის სიღრმეში იყო. 

აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახური მიწისქვეშა ბიძგებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0