აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკთა რაზმი გააუვნებელყვეს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის მსოფლიოში მშვიდობისთვის ერთ–ერთი უმთავრესი საფრთხეა.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ გააუვნებელყო მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სირიასა და ერაყში უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და ასევე „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, იუწყება სააგენტო „სპუტნიკი. აზერბაიჯანი“ 

აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები: ჰასაილი შირჰან ელჰან ოღლი, მიქაილოვი როვშან ბაბა ოღლი, ადილოვი ელშენ სარდარ ოღლი, გაჯიევი ვუგარ მეჰმან ოღლი და ეიუბოვი აზერ მეთლებ ოღლი. 

როვშან მიქაილოვის საქმეზე ძიება უკვე დასრულდა და მძიმე დანაშაულებათა სასამართლოს გადაეგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაილოვს 13 წლით ტავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

დანარჩენ ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით ძიება გრძელდება.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის მსოფლიო მშვიდობისთვის ერთ–ერთი უმთავრესი საფრთხეა. სამი წლის განმავლობაში დაჯგუფებამ ერაყისა და სირიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნა წილი დაიპყრო. ამას გარდა, „ისლამური სახელმწიფო“ ცდილობს გაზარდოს საკუთარი გავლენა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც, კერძოდ, ლიბიაში. 

 


ყველა ახალი ამბავი
0