სპუტნიკ არმენია

სომხეთში sputnik.co.am და sputnikarmenia.ru ჩაეშვა

11
ქვეყნის ტერიტორიაზე რადიო «Sputnik Армения» უკვე მაუწყებლობს FM დიაპაზონზე, ხოლო 1 ივლისიდან მომხმარებელს sputnik.co.am-სა და sputnikarmenia.ru-ზეც მიუწვდება ხელი.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ახალი ამბების მულტიმედიურმა სააგენტო „სპუტნიკმა“ სომხეთში საინფრომაციო პორტალი აამოქმედა. ახალი პორტალი რუსულ და სომხურ ენებზე იმუშავებს. 

რესურსი ხელმისაწვდომია მისამართებზე sputnik.co.am და sputnikarmenia.ru. მისი მიზანია მომხმარებელს აქტუალურ საერთაშორისო თემებზე მრავალფეროვანი მოსაზრება მიაწოდოს, იუწყება „სპუტნიკის“ პრეს-სამსახური. 

ქვეყნის ტერიტორიაზე რადიო «Sputnik Армения» უკვე მაუწყებლობს FM დიაპაზონზე, ხოლო 1 ივლისიდან მომხმარებელს sputnik.co.am-სა და sputnikarmenia.ru-ზეც მიუწვდება ხელი. რუსულ და სომხურ ენებზე მომუშავე პორტალი „სპუტნიკის“ საინფორმაციო რესურსებს შეავსებს, რომელიც უკვე მუშაობს ინგლისურ, ფრანგულ, სერბულ, პორტუგალიურ, არაბულ, პოლონურ, იტალიურ, ჩეხურ, ვიეტნამურ, იაპონურ, კორეულ, ქურთულ, შვედურ, ნორვეგიულ, დანიურ, ფინურ, გერმანულ, ესპანურ, ჩინურ, თურქულ, ბელორუსულ, მოლდოვურ, ქართულ, აზერბაიჯანულ, ყირგიზულ, ოსურ, აფზახურ ენებზე და ასევე ფარსიზე, ჰინდიზე, ურდუზე, დარისა და პუშტუზე. 

ასახავს რა მრავალპოლარული სამყაროს სურათს, „სპუტნიკი“ გათვლილია იმ აუდიტორიაზე, რომელიც დაინტერესებულია მრავალი ალტერნატიული თვალთახედვის შეპირისპირებით. sputnik.co.am-სა და  sputnikarmenia.ru-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ხარისხი განისაზღვრება მისი ჟურნალისტების პროფესიონალიზმითა და ასევე მულტიმედიური ფორმატების გამოყენებით. საიტი მკითხველს მრავალფეროვან კონტენტს სთავაზობს:  ინფოგრაფიკას, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ ეთერებსა და ინტერნეტგამოკითვებს. ოპერატიული ინფორმაციების გარდა, „სპუტნიკი“ აუდიტორიას ასევე სთავაზობს ანალიტიკურ მასალებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებსა და ექსპერტულ შეფასებებს. 

Sputnik (sputniknews.com) — ეს ახალი ამბების სააგენტო და რადიოა, რომელსაც მულტიმედიური ინფორმაციული ჰაბები აქვს ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს საიტებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ხელმომწერები 24 საათის განმავლობაში იღებენ ინფორმაციას ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. 

 


11