აზერბაიჯანში სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 7 წლით გაიზარდა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიცოცხლის საშუალო ხარნგრძლივობის გაზრდა ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში გაწეული სამუშაოების შედეგია.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ბოლო 7  წლის განმავლობაში აზერბაიჯანში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 7 წლით გაიზარდა, იუწყება სააგენტო Новости-Азербайджан  აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის სოციალურ საკითხთა განყოფილების მმართველის მუსა ალეკბეროვის ბმულის საშუალებით.

კონფერენცია თემაზე „ საავადმყოფოების მართვისათვის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება“ ბაქოში სამშაბათს ჩატარდა.

ალეკბეროვის თქმით, სიცოცხლის საშუალო ხარნგრძლივობის გაზრდა ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში გაწეული სამუშაოების შედეგია.

მან განაცხადა, რომ 2014 წელს აზერბაიჯანში კაპიტალურად გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა 64 სამედიცინო დაწესებულება.

 „სამედიცინო დაწესებლებების უფრო მეტად ეფექტური საქმიანობისთვის აუცილებელია საერთო პროგრამა. თუ თანამედროვე სამედიცინო–პროფილაქტიკური დაწესებულებები საერთო ქსელის საფუძლევზე იმოქმედებენ, უფრო ეფექტური შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ალეკბეროვმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0