ბაქოში საცხოვრებელი სახლი იწვის

© Орхан Аслановხანძარი ბაქოში
ხანძარი ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მასმედია 10–ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყება.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ბაქოში „აზადლიგის“ მეტროსთან 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობა იწვის, იუწყება სააგენტო Новости-Азербайджан.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მივიდნენ. ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენება საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი ვერტმფრენი.

პერიმეტრზე 50–ზე მეტი საპატრულო მანქანა პატრულირებს.

მეტრო „აზადლიგამდე“ მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.

როგორც სააგენტოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ცეცხლის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. შენობის წინა ფასადი მთლიანად დაიწვა. ცეცხლი ყველა ბინას მოედო. დაშავებულ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდასტურებელი მონაცემებით, მათი რიცხვი  20–ს აჭარბებს.

ადგილობრივი მასმედია 10–ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყება.


ყველა ახალი ამბავი
0