Ереван

Fitch-მა დაადასტურა სომხეთის გრძელვადიანი რეიტინგი დონეზე ”BB-”

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch დაადასტურა სომხეთის ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალურტაში დონეზე ”BB-”.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch დაადასტურა სომხეთის ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალურტაში დონეზე ”BB-”.

Fitch-მა ასევე დაამტკიცა ემიტენტის დეფოლტის მოკლევადიანი რეიტინგი დონეზე ”В” და რეიტინგი ქვეყნის ჭერის დონეზე ”В”.

”სომხეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფინანსური კრიზისის შემდეგ თანდათანობით ფეხზე დგება. ამ რესპუბლიკის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგები უკეთესობისკენ შეიცვალა, ხოლო ზეწოლა მის რეზერვებზე უცხოურ ვალუტაში და სავალუტო კურსი შესუსტდა”, - განაცხადა განყოფილების itch Ratings დირექტორმა დევიდ ჰესლემმა.

მან დასძინა, რომ ეკონომიკური რეცესიის მიზეზით სომხეთი ბიუჯეტის დიდი დეფიციტის და დიდი პოლიტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ქვეყანას დიდი საგარეო ვალი აქვს.

”სახელმწიფოს ვითარების გამოსასწორებლად დრო დასჭირდება”, - აღნიშნა მან.

1