სომხების ძირითადი ფობია ხვალინდელი დღის შიშში მდგომარეობს - ექსპერტი

გამოწერა
სომხების ძირითადი ფობია ხვალინდელი დღის შიშში მდგომარეობს, მიიჩნევს ექსპერტი, სოციალური შრომის სპეციალისტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი ანა ვოსკანიანი.

 

Панорама Еревана

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხების ძირითადი ფობია ხვალინდელი დღის შიშში მდგომარეობს, მიიჩნევს ექსპერტი, სოციალური შრომის სპეციალისტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი ანა ვოსკანიანი.

”ჩვენს მოქალაქეებს რაიმეს დაგეგმვის ეშინიათ, რადგანაც შიშობენ, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება საერთოდ არ დადგეს”, - განუცხადა მან პარასკევს ჟურნალისტებს.

სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთის” ინფორმაციით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სახის ეროვნული ფობიების გაჩენის ძირითადი მიზეზი მათთან ბრძოლის სახით მიზანმიმართული პოლიტიკის არარსებობაა, ასევე - ადამიანების საზოგადოებრივ-სოციალური ცხოვრების არასტაბილურობა.

მეორე მნიშვნელოვანი ფობია სომხებისთვის, რომელსაც კოლექტიური ხასიათი აქვს, მისი აზრით, აქტიურად ყოფნის შიშია.

”სომხები ყველანაირად გაურბიან, რომ თავი როგორმე გამოავლინონ, ეშინიათ, გამორჩეულები იყვნენ თავისი ინდივიდუალურობით, ეშინიათ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ყველას ეხება - ახალგაზდებიდან დაწყებული მხცოვანი ასაკის ადამიანების ჩათვლით.

სომხეთში სხვა გავრცელებულ ფობიებს შორის ვოსკანიანმა ასევე გამოყო შიში გამოცდების წინ და დევნის ფობია.

ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრის ”აიგ” მთავარი სპეციალისტი რუბენ პოგოსიანი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ფობიების გაჩენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მუშაობა განათლების სისტემაში დაბალ დონეზეა.

მისი აზრით, კულტურის სათანადო დონის არარსებობა სომხურ საზოგადოებაში კოლექტიური შიშის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზეზია, კერძოდ, შიში ჯარში სავალდებულო სამსახურის ვალდებულების წინაშე.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ფობიების გადალახვა სპეციალისტების დახმარების გარეშე შეუძლებელია და ადამიანებმა უნდა განავითარონ ფსიქოლოგების მომსახურეობისადმი მიმართვის კულტურა.

ყველა ახალი ამბავი
0