აზერბაიჯანი და თურქეთი გაზის გაყიდვის შესახებ საკითხებს 2011 წლის მარტის ბოლომდე შეათანხმებენ

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
მომავალი წლის 31 მარტამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია და თურქული მილსადენის კომპანია Botaş აზერბაიჯანული გაზის თურქეთში გაყიდვის და ამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის ფარგლებში ყველა აუცილებელ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, იუწყება თურქული მასმედია.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. მომავალი წლის 31 მარტამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია და თურქული მილსადენის კომპანია Botaş აზერბაიჯანული გაზის თურქეთში გაყიდვის და ამ ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის ფარგლებში ყველა აუცილებელ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, იუწყება თურქული მასმედია.

ამ პერიოდში გათვალისწინებულია ხელმოწერა დოკუმენტებზე შახდენიზის გაზკონდენსატური საბადოს დამუშავების მეორე სტადიიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, სატრანზიტო შეთანხმება და შეთანხება გაზის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით შახდენიზის პირველი სტადიის გაზზე.

ამჟამად შეთანხმებების მომზადების ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.

2