ბაქოში მეჩეთზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დაასახელეს

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ცნობილი გახდა დაკავებულების და ძებნაში მყოფი პირების ვინაობა, რომლებიც აზერბაიჯანის ლიანკიარანის რაიონში მეჩეთზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები, იუწყება ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი” ლიანკიარანის რაიონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ცნობილი გახდა დაკავებულების და ძებნაში მყოფი პირების ვინაობა, რომლებიც აზერბაიჯანის ლიანკიარანის რაიონში მეჩეთზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები, იუწყება ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი” ლიანკიარანის რაიონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

”განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან მასალინის რაიონის მცხოვრებლები რამილ ოღლუ გუმბატოვი და ემინ ბაგიროვი”, - განაცხადეს პოლიციაში.

ამჟამად პოლიცია აგრძელებს ოპერაციას მასალინის რაიონის მაცხოვრებლების სადიგოვის, ზამინის, ელვინა მირზოევას, არიფ ფეიზულაევის, ორხან დაიიაზოვის, სადიგ გასანოვის და ლიანკიარანის რაიონის მცხოვრების ემინ ბაშიროვის დასაკავებლად.

ხუთშაბათს ღამე, აზერბაიჯანის სამხრეთით, ლიანკიარანის რაიონში მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა. მეზობელი სოფლიდან რამდენიმე ავტომობილით მოსულმა შეიარაღებულმა ადამიანებმა ადგილობრივი მეჩეთის ეზოში შეკრებილ ადამიანებს ”Winchester”-ის მარკის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ჭრილობების შედეგად ამ სოფლის მცხოვრები, 1963 წელს დაბადებული ელშად ალიმამედ ოღლუ გუსეინოვი დაიღუპა. სოფლის მეორე მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული რამინ ბალოგლან ოღლი აგამალიევი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით ლიანკიარანის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოსა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

0