აზერბაიჯანში ყოველთვიური მინიმალური ხელფასი გაიზარდა

გამოწერა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2010 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით, გაიზარდა ყოველთვიური მინიმალური ხელფასი, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამდივნო.

 

თბილისი, 1 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2010 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით, გაიზარდა ყოველთვიური მინიმალური ხელფასი, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამდივნო.

აზერბაიჯანში მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯოვბესებისა და სოციალური დაცვის შემდგომი გაძლიერებისთვის 2010 წლის 1 სექტემბრიდან დადგინდა ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 85 მანათის ოდენობით (დაახლოებით 106 აშშ დოლარის ეკვივალენტი).

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2008 წლის 25 აგვისტოს განკარგულება №3005 ”მინიმალური ყოველთვიური ხელფასის გაზრდის შესახებ” (მე-3 პუნქტის გამოკლებით) ძალადაკარგულად ითვლება, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.

ყველა ახალი ამბავი
0