ვაქცინაცია რამდენიმე პრეპარატით მიმდინარეობს AstraZeneca, Pfizer და ჩინური Sinopharm. მათ შორის ყველაზე პოპულარული მოსახლეობაში Pfizer არის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 67 136-მა ადამიანმა გაიკეთა.
ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 1 409 ახალი პაციენტი დარეგისტრირდა, მათ შორის 744 თბილისში.
ამ მომენტისათვის საქართველოში 16 341 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 231 სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს, 772 ადამიანი იმყოფება კოვიდ-სასტუმროებში, 11 338 ადამიანი მკურნალობის კურსს სახლში გადის. 872 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 192 შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.