ზეთი ოქროს ფასად!

ზეთი ოქროს ფასად!

52
ბოლო დროს საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა ძლიერ აისახა საქართველოს მოსახლეობაზე. გაძვირებულ პროქტებს შორის მოხვდა მზესუმზირის ზეთიც. ეს იქცა არა მხოლოდ ნეგატიური კომენტარების მიზეზად, არამედ ამ თემაზე ინტერნეტ-სივრცეში ხშირადაც ხუმრობენ
ზეთი ოქროს ფასად!

ბოლო დღეებში ქართული ინტერნეტი გაივსო ზეთის სურათებით, რომელიც 8-დან 10 ლარამდე ღირს. „პანდემიამდელ“ დროში ზეთის ფასი 3-4 ლარს შეადგენდა.

მალე ბრაზი ხუმრობებმა ჩაანაცვლა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა კრებული „რომანტიკული გასეირნება ზეთთან“. „ის იმდენად ძვირფასია, რომ სახლში დატოვება არ შემიძლია“, დაწერა ავტორმა.

52
როგორც იქნა - ტურისტები!

როგორც იქნა ტურისტები!

40
(განახლებულია 15:16 04.05.2021)
საქართველომ სრულად აღადგინა საჰაერო მიმოსვლა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქვეყანაში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ.
როგორც იქნა - ტურისტები!

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ტურიზმს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ტურისტული ფირმების, სასტუმროების და რესტორნების დიდი რაოდენობა გაკოტრდა. არ არის გასაკვირი, რომ ახლა საქართველოში ტურისტებს განსაკუთრებული სიხარულით ეგებებიან.

40
დასვენების დღეები

დასვენების დღეები

69
(განახლებულია 19:12 29.04.2021)
საქართველოში მაისის პირველ ნახევარში დასვენების დღეები იქნება – ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში 4-დან 11 მაისის ჩათვლით მთავრობამ უქმეები გამოაცხადა. დასვენების დღეები 30 აპრილს დაიწყება და 13 მაისამდე გაგრძელდება.
დასვენების დღეები

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით საქართველოში ოფიციალური სააღდგომო დასვენების დღეებია, ხოლო 12 მაისს – ანდრია პირველწოდებულის დღე.

ხელისუფლებამ კომპანიებს ურჩია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა. სკოლები, საბავშვო ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები დაიკეტება.

ასე რომ, როგორც ყოველთვის, ახლა დედებს სირთულეები ელით, რადგან ბავშვები, მეუღლეები და საოჯახო საქმეები ჩვეულებრივ სამუშაო დღეზე უფრო დამღლელია.

69
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 9 მაისი

0
(განახლებულია 22:23 08.05.2021)
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია 9 მაისს მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელი ეპისკოპოსის, მართლი გლაფირა ქალწულის, ასევე სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში
მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული

ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.

ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.

ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322).

წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. წმიდა ბასილიმ მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.

სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი 

სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში.

წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.

1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.

1395 წელს წმიდა სტეფანე გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი