ახალი სასკოლო ფორმა

კორონავირუსის ეპოქის სკოლა

65
(განახლებულია 18:27 26.08.2020)
ახალი სასწავლო წელი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყება მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, თუმცა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მთელი რიგი შეზღუდვები ელოდებათ.
ახალი სასკოლო ფორმა

პედაგოგებსა და მოსწავლეებს მოუწევთ ატარონ პირბადეები, გამოიყენონ საპონი, თერმომეტრები და დაიცვან დისტანცია.

სასწავლო დაწესებულებებში არ იმუშავებს სასადილოები, აკრძალული იქნება გაშლილი თმის ტარება და დასვენებებზე მიზეზის გარეშე სადმე გასვლა.

წესების თანახმად, ბავშვები არ არიან ვალდებული უშუალოდ სკოლის შენობაში პირბადეებით ისარგებლონ, თუმცა უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, კორონავირუსის ეპოქაში სკოლა რადიკალურად განსხვავებული იქნება.

65
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

ვინც პირბადიანია, ის დაცულია

130
(განახლებულია 20:47 30.09.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმდენად უფრთხის დაავადებას, რომ პირბადეს ქუჩაშიც იყენებს.
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

პირბადეების დეფიციტი საქართველოში არ არის, ფასებიც, გაზაფხულთან შედარებით, შემცირდა. მიუხედავად ამისა, ყველას არ შეუძლია იმდენი ნიღბის ყიდვა, რომ რეგულარულად იცვალოს – დღეში რამდენჯერმე. ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებენ, ზოგი კვირების განმავლობაშიც. სპეციალისტების აზრით, პირბადეების ასეთი გამოყენება ადამიანს დაავადებისგან ვერ დაიცავს.

დაინფიცირების რისკის შესამცირებლად საჭიროა წესების დაცვა: პირველ რიგში, ორ საათზე მეტხანს ნუ ატარებთ ერთსა და იმავე ნიღაბს, ცვალეთ რეგულარულად და ნუ შეეხებით ნიღბის ზედაპირს, სადაც შესაძლოა ვირუსი იყოს.

130
„კორონასკეპტიკოსები“ VS „კორონამორწმუნეები“

„კორონასკეპტიკოსები“ VS „კორონამორწმუნეები“

79
(განახლებულია 15:59 22.09.2020)
COVID-19-ის პანდემიამ საქართველოში საზოგადოება ორ ბანაკად გაყო: ნაწილს ეშინია კორონავირუსის, მეორე ნაწილი კი საფრთხეს გამოგონილად მიიჩნევს.
„კორონასკეპტიკოსები“ VS „კორონამორწმუნეები“

პარალელურად ქვეყანაში იზრდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა – ყოველდღიურმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, 200 ადამიანს გადააჭარბოს. საქართველოში ისევ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ძალაში რჩება მოთხოვნები შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე.

79
სპეცოპერაცია ზუგდიდში

სპეცოპერაცია ზუგდიდში: ყველა მძევალი თავისუფალია - მედია

0
(განახლებულია 22:06 21.10.2020)
სპეცოპერაცია ზუგდიდში: „საქართველოს ბანკის“ ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გაათავისუფლეს - ტვ პირველი

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. იგივე ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა