COVID-19 და პრაქტიკული ადამიანები

COVID и практичные пассажиры GEO VER
COVID и практичные пассажиры GEO VER - Sputnik საქართველო
გამოწერა
გონებამახვილმა ადამიანებმა იპოვეს გამოსავალი, როგორ დაზოგონ ფული დამცავ პირბადეებზე, რომელთა გამოყენებაც აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას — ისინი უბრალოდ თხოულობენ ნიღაბს ერთმანეთისგან.

საქართველოში ჯერ ისევ მოქმედებს შეზღუდვები კორონავირუსული ინფექციის გამო.

მათ შორის COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებული წესი — პირბადეების სავალდებულო ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

აქედან გამომდინარე, არცთუ იშვიათად შეიძლება გახდეთ მოწმე იმისა, როგორ გადადის ხელიდან ხელში ერთი და იგივე პირბადე, მაგალითად, ავტობუსში ასასვლელად.

თვითმხილველები ამბობენ, რომ პირბადეებს მგზავრებს თავად მძღოლებიც კი აძლევდნენ, მერე კი ისევ უკან ართმევდნენ.

მართალია, ეს მეტად პრაქტიკულია ეკონომიის თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან საშიშიცაა — ნიღაბი ხომ შეიძლება კორონავირუსით ინფიცირებულმა გაიკეთოს, შემდეგ კი სხვას გადასცეს და ამ გზით დააავადოს კიდეც.

ყველა ახალი ამბავი
0