კარგია ძაღლად ყოფნა  კარანტინში

კარგია ძაღლად ყოფნა კარანტინში

81
(განახლებულია 19:57 30.04.2020)
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო კვლავ მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის საკომენდანტო საათიც. ასევე ძალაში რჩება რეკომენდაცია სახლში დარჩენასთან დაკავშირებით.
კარგია ძაღლად ყოფნა  კარანტინში

შინაური ცხოველის გასეირნება მიიჩნევა სახლიდან გასვლის კანონიერ მიზეზად. ეს წესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

თუმცა, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში საზოგადოებას შეუძლია თავისუფლად ისეირნოს გარეთ, თუმცა ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საკომენდანტო საათი 21:00-დან დილის 06:00 საათამდე. ამ დროის განმავლობაში გარეთ გასვლა აკრძალულია, კანონდამრღვევებს პოლიცია აჯარიმებს. ოთხფეხა მეგობრებს გარეთ გასვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, თუმცა რა ქნან მათმა პატრონებმა? გამოსავალი, ალბათ, საბელის აივნიდან დაჭერაა.

81
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

ვინც პირბადიანია, ის დაცულია

133
(განახლებულია 20:47 30.09.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმდენად უფრთხის დაავადებას, რომ პირბადეს ქუჩაშიც იყენებს.
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

პირბადეების დეფიციტი საქართველოში არ არის, ფასებიც, გაზაფხულთან შედარებით, შემცირდა. მიუხედავად ამისა, ყველას არ შეუძლია იმდენი ნიღბის ყიდვა, რომ რეგულარულად იცვალოს – დღეში რამდენჯერმე. ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებენ, ზოგი კვირების განმავლობაშიც. სპეციალისტების აზრით, პირბადეების ასეთი გამოყენება ადამიანს დაავადებისგან ვერ დაიცავს.

დაინფიცირების რისკის შესამცირებლად საჭიროა წესების დაცვა: პირველ რიგში, ორ საათზე მეტხანს ნუ ატარებთ ერთსა და იმავე ნიღაბს, ცვალეთ რეგულარულად და ნუ შეეხებით ნიღბის ზედაპირს, სადაც შესაძლოა ვირუსი იყოს.

133
„კორონასკეპტიკოსები“ VS „კორონამორწმუნეები“

„კორონასკეპტიკოსები“ VS „კორონამორწმუნეები“

83
(განახლებულია 15:59 22.09.2020)
COVID-19-ის პანდემიამ საქართველოში საზოგადოება ორ ბანაკად გაყო: ნაწილს ეშინია კორონავირუსის, მეორე ნაწილი კი საფრთხეს გამოგონილად მიიჩნევს.
„კორონასკეპტიკოსები“ VS „კორონამორწმუნეები“

პარალელურად ქვეყანაში იზრდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა – ყოველდღიურმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, 200 ადამიანს გადააჭარბოს. საქართველოში ისევ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ძალაში რჩება მოთხოვნები შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე.

83
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად

„მამა-შვილის სატელეფონო დიალოგი“- ასე ეკონტაქტება ნოე სულაბერიძე დროებით დაშორებულ შვილს

0
(განახლებულია 12:39 26.10.2020)
პროდიუსერი უსაყვარლეს ვითარებაში გამოიჭირეს. გადაცემის დაგეგმვისას ტელესახე შვილს დისტანციურად ესაუბრება. უთბილესი ვიდეო

ნოე სულაბერიძე უმცროს შვილთან ერთად კონტაქტს სამსახურის დროსაც ვერ წყვეტს. პროდიუსერმა სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც კარგად ჩანს თუ როგორ ესაუბრება მამა დაშორებულ შვილს. „მამა-შვილის სატელეფონო დიალოგი“, - ამ წარწერით მან საკუთარ გვერდზე უსაყვარლესი კადრები გამოაქვეყნა. სამსახურში მყოფი პროდიუსერი მესამე შვილს ვიდეო-ზარით ამხნევებს.

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმ შოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალშისაცემი. ნოემ პატარა ანა სულაბერიძესთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ფოტოც გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

#daughter #annasulaberidze 💫💖

A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze) on

წყვილი შვილთან ერთად ფოტოს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა ბავშვის სახეს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდნენ, ისევე, როგორც ტენდენციას აყოლილი სხვა ვარსკვლავები. შემდეგ კი გოგონას სილამაზემ სრულიად ინტერნეტ-მომხმარებელი აღაფრთოვანა – მას შემდეგ, რაც წყვილმა რამდენიმე თვის გოგონას გაქრისტიანება გადაწყვიტა.

ნოე მესამე შვილთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და თითოეული წამით ტკბება. პატარა ანა სულაბერიძე დღითი დღე ლამაზდება. ნოეს გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოზე მისი თბილი დამოკიდებულება უმცროსი ქალიშვილისადმი გულს გაგითბობთ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება