როდესაც ნიღაბს ოქროს ფასი აქვს

სამედიცინო ნიღბები დეფიციტშია
სამედიცინო ნიღბები დეფიციტშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამედიცინო ნიღბები, ასევე ხელების დასამუშავებელი და სხვა ანტისეპტიკური საშუალებები უცბად გათავდა თბილისის აფთიაქების უმეტეს ნაწილში მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ხუთშაბათს, საღამოს აფთიაქებში კვლავ გაიყიდება ნიღბები, თუმცა ერთ ადამიანზე მხოლოდ 5 ცალი გაიცემა. ასევე რიგები იყო დიდ სუპერმარკეტებშიც. პანიკა არ შეინიშნება, ადამიანები მშვიდად ყიდულობენ დიდი რაოდენობით პროდუქტებს.

26 თებერვლის საღამოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი - საქართველოს მოქალაქეა, 50 წლის. ის ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ავადმყოფი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან. საზღვრამდე მან სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა.

ყველა ახალი ამბავი
0