„მაინც ვერ ჩავიცვი ქურქი“ - თბილისური ზამთრის სევდა

„მაინც ვერ ჩავიცვი ქურქი“ თბილისური ზამთრის სევდა

67
(განახლებულია 16:36 23.01.2020)
თბილისში ზამთარი იმდენად თბილი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ქალმა საყვარელი და ძვირადღირებული ქურქის ჩაცმა ვერ მოახერხა.
„მაინც ვერ ჩავიცვი ქურქი“ - თბილისური ზამთრის სევდა
67
Жизнь в маскахცხოვრება პირბადეებით

ცხოვრება პირბადეებით

48
(განახლებულია 14:45 13.11.2020)
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწებს პირბადის სწორად ტარებას ქუჩაშიც და შენობებშიც.
Жизнь в маскахცხოვრება პირბადეებით

პირბადე ემოციებს მალავს – ყოველთვის არ ჩანს, იღიმის ადამიანი თუ რაიმე სხვა ემოციას განიცდის, როდესაც სახის ნაწილი დაფარულია. ზოგმა პირბადის შეკვეთით დამზადებაც დაიწყო საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასასმელად. ნიღაბი ყოველდღიურ ნივთად იქცა, რომელიც უკვე სამოსის განუყოფელი ნაწილია და ხაზს უსვამს ადამიანის სტილსა და განწყობას.

48
პირბადეები ცხოვრების ნაწილად იქცა

პირბადეები ცხოვრების ნაწილად იქცა

66
ახლა საქართველოში პირბადეების ტარება აუცილებელია არა მხოლოდ შენობებში, არამედ ქუჩაშიც. მართალია, ამას ყველა არ ეთანხმება, თუმცა ასეთია დღევანდელი ცხოვრება
პირბადეები ცხოვრების ნაწილად იქცა

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქუჩაში პირბადის ტარება დააწესა. დამრღვევები დაჯარიმდებიან 20 ლარის ოდენობით.

სკოლები კვლავ გადავიდა დისტანციუ სწავლებაზე, დროებით დაიკეტა საბავშვო ბაღები და სამხატვრო სკოლები, რესტორნებს კი მხოლოდ 22:00 საათამდე მუშაობის უფლება აქვთ.

66
კორონავირუსის ეპიდემია. თბილისის მეტრო

თბილისის მეტრო მუშაობდა და იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში სატრანსპორტო კომპანია

12
(განახლებულია 16:43 25.11.2020)
პროფკავშირულმა ორგანიზაციამ, როგორც ჩანს, ვითარების დრამატიზაცია მოახდინა – საუბარია არა 20% ინფიცირებულებზე, არამედ 20 ინფიცირებულზე მეტროპოლიტენში მომუშავე 250 მემანქანიდან

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენში 250 მემანქანე მუშაობს, აქედან ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 20 და სათანადო მკურნალობას გადის, მაგრამ ეს მეტროს მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, განუცხადეს Sputnik–საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ზურაბ გურული: „მივექანებით მწვავე პიკისკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს...“>>

კომპანიაში უარყვეს მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013"-ის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეტროპოლიტენის მუშაობა საფრთხის ქვეშაა, რადგან მემანქანეთა 20% კორონავირუსით არის ინფიცირებული.

სატრანსპორტო კომპანია აცხადებს, რომ ყველა ადამიანური რესურსია იმისთვის, რომ მეტრომ სრული დატვირთვით იმუშაოს და მგზავრებს პრობლემები არ შეუქმნას.

„ერთობა 2013"-ს ჰქონდა შეთავაზება თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, რომ შეემცირებით მეტროს მუშაობის დრო და ასევე, შედარებით ნაკლები რაოდენობის მატარებელს ემოძრავა. თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ მგზავრთა მეტ თავშეყრასა და პრობლემას გამოიწვევდა, რის წინააღმდეგაც გამოდიან ეპიდემიოლოგები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების ზომები ყოველდღიურად არის დაცული: ხდება მეტროს სადგურების დეზინფექცია, მოწმდებიან მგზავრები პირბადის ტარებაზე, ხოლო თანამშრომლები პეიოდულად იტარებენ როგორც ექსპრეს, ისე PCR–ტესტებს.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში