ზამთრის კურორტები წყლის გარეშე

ზამთრის კურორტები წყლის გარეშე

58
(განახლებულია 16:34 10.01.2020)
საქართველოში 2019/2020 ზამთრის სეზონი ჩავარდნის ზღვარზეა. როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ სტუმრებს გუდაურსა და ბაკურიანში უსიამოვნო ამბავი შეემთხვათ – წყალმომარაგების პრობლემა.
ზამთრის კურორტები წყლის გარეშე

ეს ყველაფერი დღესასწაულების წინ დაიწყო: გუდაურში წყალმომარაგება 31 დეკემბერს შეწყდა, ბაკურიანში – 1 იანვარს.

წყლის რეზერვის შემცირება უნალექობამ გამოიწვია. გუდაურში წყალმომარაგება ამ დროისათვის აღდგენილია, თუმცა ბაკურიანში ჯერ კიდევ დარჩა რესტორნები და სასტუმროები, რომლებსაც წყალი კვლავ არ მიეწოდებათ, რის გამოც დამსვენებელს კარგავენ.

58