უფრთხილდით გრიპს!

უფრთხილდით გრიპს!

100
(განახლებულია 18:34 07.11.2019)
ზამთარი ახლოვდება, დღითიდღე იკლებს ტემპერატურა და ზომების მიღების დრო დგება, რათა თავი დავიცვათ ვირუსული დაავადებებისგან, რომლებიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაიცემა. გაიკეთეთ ნიღბები და ფრთხილად იყავით! ნოემბერში გრიპისგან ვაქცინაციაც დაიწყება.
უფრთხილდით გრიპს!
100
კორონავირუსს მზის არ ეშინია

როდესაც დასვენების გეშინია

117
(განახლებულია 14:13 07.07.2020)
კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ისიც, თუ როგორ ხვდებოდნენ ადრე ადამიანები ზაფხულს. ადრინდელი სიხარული და უსაფრთხოების შეგრძნება შიშმა და დაძაბულობამ ჩაანაცვლა.
კორონავირუსს მზის არ ეშინია

ახლა ზღვაზე ან მთაში წასვლაც განსხვავებულად ხდება. საქართველოში, COVID-19-ის გავრცელების საშიშროების გამო, მოქმედებს სხვადასხვა წესები და შეზღუდვები. როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკა გვიჩვენებს, ზაფხულის სიცხე და მზიანი ამინდი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას ხელს არ უშლის.

117
კონსტიტუცია - დამალული ტუზი

კონსტიტუცია სახელოში დამალული ტუზი

70
(განახლებულია 19:16 29.06.2020)
კონსტიტუციის მიღების მომენტიდან დღემდე ის 36-ჯერ შეიცვალა. ამასთან თითოეული პარტია, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, თავს მოვალედ მიიჩნევდა, შეეცვალა ის ნაწილი, რომელიც არჩევნებს შეეხებოდა.
კონსტიტუცია - დამალული ტუზი

ქვეყნის უმთავრეს კანონში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი დღემდე შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 150 დეპუტატიდან 73 პირდაპირი ხმის მიცემით აირჩევა მაჟორიტარულ ოლქებში, დანარჩენები კი პარლამენტში იმ პარტიების სიებით გადიან, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3% მიიღეს. 

მაგრამ ამ სისტემით ოპოზიცია უკმაყოფილო იყო და პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, რომელსაც საპროტესტო აქციები ახლდა, მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა: 2020 წლის ოქტომბერში 150 დეპუტატიდან 120 პარლამენტში პარტიული სიებით გავა, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ს მიიღებენ, ხოლო დანარჩენი 30 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ერთმანდატიანი ოლქებიდან. 

შესწორებები კონსტიტუციაში დღეს, ორშაბათს მიიღო პარლამენტმა მესამე მოსმენით. 

70
მთის მდინარე

წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა - საქართველოში ამინდი გაუარესდება

0
(განახლებულია 12:47 11.07.2020)
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო სინოპტიკოსები მოსახლეობას შესაძლო წყალდიდობის შესახებ აფრთხილებენ

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 11 ივლისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„11 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი და სეტყვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო გარემოს სააგენტო იუწყება აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლო წყალდიდობებზე პატარა მდინარეებზე, ხოლო მთაში შესაძლებელია ზვავები და მეწყრული პროცესების ფორმირება.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია ასევე დედაქალაქშიც. თბილისში ღამით მოსალოდნელია პლუს 19 გრადუსი, დღისით - 26 გრადუსი. დედაქალაქში ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

0
თემები:
ამინდი საქართველოში