ყველა რთველში!

ყველა რთველში!

66
(განახლებულია 18:26 29.08.2019)
ყველა რთველში!

თელავში საკოორდინაციო შტაბი „რთველი-2019“ გაიხსნა, რომლის დახმარებითაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ყურძნის მყიდველები იპოვონ.

წელს დიდ მოსავალს ელოდებიან, თუმცა მისი რეალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – პროგნოზების მიხედვით, მოთხოვნა დაბალი იქნება. კერძო კომპანიები რუსეთის მხრიდან ემბარგოს საშიშროებას ხედავენ და ცდილობენ შესაძლო რისკები გათვალონ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

გასულ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა – დაახლოებით 230 ათასი ტონა, შემოსავალმა კი 300 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

66