თბილისში ავტომობილისტები უკმაყოფილოები არიან - ყველგან საცობია. დედაქალაქში გადაადგილება გზებზე მრავალრიცხოვანი სარემონტო სამუშაოების გამო გართულებულია
ამ მომენტისათვის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ხორციელდება ჭავჭავაძის გამზირზე და კახეთის გზატკეცილზე. გარდა ამისა, ავტომობილისტებს სანაპიროზეც შემოვლით უწევთ სიარული თამარ მეფის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გზების დიდი ნაწილი გადათხრილია გლდანშიც.
ყველაფერი იწყება ახალი წლით, შემდეგ მოდის შობა, რასაც მოყვება კიდევ ერთი ახალი წელი, ძველი კალენდრით. შემდეგ კი ნათლისღება... სადღესასწაულო სუფრა საქართველოში იმდენად გემრიელია, ყველას ავიწყდება საკუთრი ფიგურა, შემდეგ კი სასწორს ნაღვლიანი თვალებით დაჰყურებენ... თუმცა ახლა უკვე ყველაფერი დასრულდა, დროა საქმეს შევუდგეთ.
ხდება ისეც, რომ ახალი წლის დადგომიდან დიდი ხნის შემდეგაც ნაძვის ხეს არ შლიან ხოლმე. ეს სიზარმაცის შედეგია? თუ სადღესასწაულო განწყობასთან დამშვიდობების თავიდან არიდების მეთოდი?
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში, ჯვარის (500/220 კვ) და ხორგას (220/110 კვ) ქვესადგურების დამაკავშირებელი 500/220 კვ-იანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში 271 ანძის დამონტაჟება იგეგმება. პროექტი ხორციელდება EBRD - ის ფინანსური მხარდაჭერით, დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.
„მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ჯვარი-ხორგას პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს–სექტორისთვის. ჯვარი - ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ენერგომომარაგებას“, – განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
როგორც გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნა, ყველა ოჯახი, ვის საკუთრებაზეც გაივლის ახალი ელექტროგადამცემი ქსელი, მიიღებენ კომპენსაციას მაღალი საბაზრო ფასით, რომელიც დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. მესაკუთრეებისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების ჯამი შეადგენს 4 მილიონამდე ლარს.