ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან - ნოუ-ჰაუ საქართველოს დედაქალაქში

ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან - ნოუ-ჰაუ საქართველოს დედაქალაქში

132
ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან - ნოუ-ჰაუ საქართველოს დედაქალაქში

დედაქალაქის ხელისუფლებამ მოიფიქრა, თუ როგორ მიიღოს სარგებელი ლილოს დიდი ნაგავსაყრელიდან. 2021 წლისათვის ეს ადგილი ბუნებრივი აირის მოპოვების წყაროდ იქცევა

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, ამ პროექტის განსახორციელებლად ევროპაში აპრობირებული უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება. გაზის მომპოვებელი კომპანიის შექმნის პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ იმუშავებს.

თბილისის ერთადერთი ნაგავსაყრელი ლილოს ტერიტორიაზე განთავსებული. მანამდე ნაგავსაყრელი გლდანში იყო, რომელიც უკვე დაიხურა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო. ლილოს და გლდანის მოსახლეობას არაერთხელ გაუმართავს საპროტესტო აქციები მათი საცხოვრებლებიდან ნაგავსაყრელის მოშორებით გადატანის მოთხოვნით.

 

132
ავტომობილისტები მზად არიან ვაკიდან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ

ავტომობილისტები მზად არიან ვაკიდან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ

1796
ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის მერიამ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა და რადიკალურად შეცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. ამან საავტომობილო საცობები და ავტომობილისტების უკმაყოფილება გამოიწვია
ავტომობილისტები მზად არიან ვაკიდან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ

 

რეაბილიტაციის მსვლელობისას ჭავჭავაძის გამზირზე გაფართოვდა ტროტუარები, გაჩნდა ორბორბლიანი ტრანსპორტის ბილიკები.

მსუბუქი ავტომობილებისათვის გამზირის ორივე მხარეს ხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი დარჩა - გზის ცენტრში განთავსებულია ავტობუსის გაჩერებები და რევერსული ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის.

გახსნის დღიდან გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე წარმოიქმნა საცობები, რამაც ავტომობილისტების უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთმა მათგანმა სოციალურ ქსელებში ხუმრობითაც დაწერა, რომ მზად არიან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ.

1796
პირბადით არჩევნებზე

როდესაც ყველა ამომრჩეველი ერთმანეთს ჰგავს

83
(განახლებულია 18:40 05.08.2020)
ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების საშიშროების გამო წელს არჩევნებზე ამომრჩევლები პირბადეებით მივლენ.
პირბადით არჩევნებზე

კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ განაგრძობს გავრცელებას, საარჩევნო უბნებზე წელს, შესაძლოა, ნიღბის ტარება აუცილებელი იყოს.

ზუსტი პასუხი კითხვაზე, როგორ ჩატარდება ამომრჩეველთა რეგისტრაცია პირბადეებით, ჯერ უცნობია. დიდი ალბათობით, ნიღბის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება.

ამავდროულად არჩევნების დროს ნიღბების გამოყენება საკამათო თემად რჩება: რეგისტრაციის დროს პიროვნების ამოსაცნობად ნიღბის მოხსნა, სავარაუდოდ, საჭირო გახდება.

83
ამირან გამყრელიძე

სვანეთში ჩატარებული 600 ტესტის შედეგი ცნობილია - რამდენს გამოუვლინდა ინფექცია

0
ეპიდემიოლოგები აგრძელებენ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის აქტიურ კვლევას, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება აღკვეთონ

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სვანეთში სამშაბათს აღებული ტესტების ნაწილის შედეგები ცნობილია - 600 შემთხვევიდან Covid-19 დაუდასტურდა მხოლოდ ერთ პირს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ცხოვრობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო სივრცეებშია დაბინავებული >>

მისი თქმით, დილიდან მესტიის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუშაობდა, აქედან ორი - უშგულში. კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს მესტიაში და რამდენიმე სოფელში.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რამდენიმე საათში სამშაბათს აღებული ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება ცნობილი, შემდგომ - დღეს აღებული 800 ტესტის პასუხები. ამის შემდეგ კი ცხადი გახდება ეპიდსიტუაცია მუნიციპალიტეტში.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს მესტიის საავადმყოფოში გაიგზავნა სწრაფი ტესტირების აპარატი, რომელიც პასუხს იძლევა 45 წუთში, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა ისეთი მაღალი არაა, როგორც კლასიკურ PCR-ტესტს, ეს აპარატი ერთ ჯერზე მხოლოდ 4 ნიმუშის ტესტს აკეთებს. ამიტომ ამ აპარატზე გაკეთდება მხოლოდ იმ ნიმუშების ტესტები, რომლებიც სწრაფ დიაგნოსტიკას მოითხოვს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს, შემდეგ კი სამოქმედო გეგმა დაისახება.

მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც 10 აგვისტოდან საკარანტინე შეზღუდვები მოქმედებს, მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ტესტირება კორონავირუსზე მიმდინარეობს.

მესტიის მოსახლეობა 2018 წლის 1 იანვრისთვის 9 511 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება - მესტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში