ქართველი ავტომობილისტების ახალი გასართობი

ქართველი ავტომობილისტების ახალი გასართობი

134
ქართველი ავტომობილისტების ახალი გასართობი

ქარშეარინგმა, რაც საქართველოსთვის სიახლეა, უკვე პოპულარობა მოიპოვა თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებში. მართალია, ასეთი ელექტრომობილებით შორ მანძილზე მგზავრობა ჯერ შეუძლებელია, პროგრამა მხოლოდ თბილისის ფარგლებში მოქმედებს

ქარშეარინგით სარგებლობა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის საშუალებით. მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეიტყოს თავისუფალი ავტომობილების შესახებ და ნებისმიერი თავისუფალი ელექტრომობილის დაჯავშნა. მანქანა სწორედ აპლიკაციის საშუალებით იღება და იქოქება.

ამ დროისათვის პროექტში მხოლოდ 50 Nissan Leaf გამოიყენება, თუმცა წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 300-მდე უნდა გაიზარდოს. აუცილებელია გვახსპვდეს, რომ აკუმულატორის ენერგია არ უნდა დაეცეს 10 პროცენტზე ქვემოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი-კომპანია კლიენტს 50 ლარის ღირებულების ჯარიმას გამოუწერს.

კლიენტი ასევე ვალდებულია მგზავრობის შემდეგ ავტომობილი გააჩეროს უფასო სადგომზე, რომლებიც კომპანიამ Tbilisi Parking გამოყო. ასევე გამგზავრებამდე და მგზავრობის შემდეგ სასურველია ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება ყველა მხრიდან, რათა დამქირავებელს ჰქონდეს მტკიცებულება, რომ ავტომობილით დაზიანებების გარეშე დაასრულა ავტომობილისტმა.

 

134