არამდგრადი ამინდი

არამდგრადი ამინდი

108
არამდგრადი ამინდი

გაზაფხულის ამინდები საქართველოში იმდენად არამდგრადია, რომ გარდერობის გადალაგება რამდენჯერმე მოგვიწია. საკმაოდ თბილი ზამთრის მერე, რომლის დროსაც თბილისში ვარდებიც კი ყვავილობდა, მოვიდა გაზაფხული, რომელიც უფრო ცივი აღმოჩნდა. მარტმა გვიჩვენა, თუ რა შეუძლია მას.

თუ თებერვალში ჰაერის ტემპერატურა თბილისში 20 გრადუსამდე თბებოდა, მარტში ტემპერატურის მაჩვენებელი 2 გრადუსამდე დაეცა. გარდა ამისა, ძლიერი ქარი არ წყვეტს ქროლვას, ქალაქის შემოგარენში კი თოვლიც დევს.

მარტმა საკუთარი მეტსახელი გაამართლა – საქართველოში ხომ მარტს გიჟს უწოდებენ.

 

108