საზიანო პარკები აიკრძალა

საზიანო პაკეტები აიკრძალა

75
საზიანო პარკები აიკრძალა

საქართველოში, გარემოს დაცვის მიზნით, ოქტომბრის დასაწყისიდან 15 მიკრონზე თხელი ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. გრძნობენ თუ არა განსხვავებას ქვეყნის მოსახლეობა და მისი სტუმრები?

2019 წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობა მთლიანად აკრძალავს პოლიეთილენის პარკების წარმოებას და დაუშვებს მხოლოდ ბიოპაკეტების გამოყენებას, რომლებიც უსაფრთხო იქნება გარემოსთვის.

75
საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, შეზღუდვები დარჩა

საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, შეზღუდვები დარჩა

51
(განახლებულია 14:30 02.06.2020)
საქართველოში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესდა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაშია.
საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, შეზღუდვები დარჩა

მიუხედავად იმისა, რომ საკომენდანტო საათი და საგანგებო მდგომარეობა გაუქდა და მუშაობა განაახლეს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, სავაჭრო ობიექტებმა და სხვადასხვა კვების ობიექტებმა, ახალი კორონავირუსი COVID-19 არსად გამქრალა. დაინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება მცირე რაოდენობით.

ამასთან დაკავშირებით კვლავ მოქმედებს სოციალური დისტანციისა და მაღაზიებსა და შენობებში ნიღბის ტარების წესები. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ, თუ სიტუაცია გაუარესდა, შეზღუდვები კვლავ გამკაცრდება.

51
თვითიზოლაცია როგორც ბედის საჩუქარი

თვითიზოლაცია როგორც ბედის საჩუქარი

88
(განახლებულია 16:31 25.05.2020)
„მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ჩემ ჩვეულებრივ ცხოვრებას კარანტინი ჰქვია“ – ინტერნეტში ასეთი ხუმრობა გავრცელდა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ. სინამდვილეში ეს ხუმრობა არ არის.
თვითიზოლაცია როგორც ბედის საჩუქარი

იზოლაცია, დისტანციურად მუშაობა ან სწავლა – ინტროვერტების კომფორტულ გარემოდ იქცა. მათთვის სახლიდან ხშირი გასვლა და ხშირი კონტაქტები დისკომფორტის წყაროა. ამიტომ ბევრი მათგანი იმედგაცრუებულია, რადგან საკარანტინო რეჟიმი, რომელიც იათთვის იდეალურ გარემოდ იქცა, უეცრად დასრულდა.

88
სასწრაფო დახმარების ახალი აღჭურვილობა

ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 325 შემთხვევა გამოვლინდა

0
(განახლებულია 20:37 03.06.2020)
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 6 260 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3665 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 325 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის განცხადებით, ერთ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 101 ადამიანი, ხოლო ხუთი მოქალაქე გარდაიცვალა.

თებერვლის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 6 260  ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 2519 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 61 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 78 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 315 527 ტესტირება ჩატარდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში