საერთაშორისო თამაშები

საერთაშორისო თამაშები
საერთაშორისო თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ცივი ომის დროიდან დღემდე პირველად ელოდებიან ბრძანებას B-52 ტიპის ბომბდამშენების სადღეღამისო საბრძოლო მზადყოფნის თაობაზე. ამის შესახებ წერს Defence One გენერალ დევიდ გოლდფეინზე დაყრდნობით.

გოლდფეინის განმარტებით, საბრძოლო მზადყოფნა არის აშშ-ის მხრიდან ერთ-ერთი მიღებული ზომა გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებებზე რეაგირებისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 1951 წელს შექმნა კომპანია Boeing-მა. დღეს აშშ-ის შეიარაღებაში 70-ზე მეტი ასეთი საფრენი აპარატია, ოთხი მათგანი გამოცდებისთვის გამოიყენება, 13 კი ინახება.

B-52-ს ბირთვული თუ არაბირთვული სტატუსის გადასაკეთებლად არ ესაჭიროება არავითარი კონსტრუქციული ცვლილელები. B-52 თვითმფრინავები 20 ფრთოსან რაკეტას იტევს.

ყველა ახალი ამბავი
0