საპატრულო პოლიცია

შეხლა–შემოხლა ერთდროულად თბილისის ორ რაიონში დაშავდნენ ჟურნალისტები

68
დაშავდნენ „ტვ პირველისა“ და „რუსთავი2“–ის ჟურნალისტები, დაიმტვრა ერთ–ერთი საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლის კამერა

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ორ რაიონში ერთდროულად – სამგორსა და გლდანში აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს და პარტიების წარმომადგენლებთან შეხლა–შემოხლა მოაწყვეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდნენ „ტვ პირველისა“ და „რუსთავი2“–ის ჟურნალისტები, დაიმტვრა ერთ–ერთი საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლის კამერა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რომელ პარტიას წარმოადგენენ აგრესიული ახალგაზრდები, დაზუსტებული არ არის. მასმედიაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

68
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიციის გეგმები შეიცვალა: მზადდება ახალი დეკლარაცია

55
(განახლებულია 18:56 30.11.2020)
პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კვლავ ძველი მოთხოვნა აქვთ - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ გეგმები შეცვალა - მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის პირველ დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები მეტეხის ტაძრის ეზოში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს >>

ამის შესახებ ცნობილი გახდა ოპოზიციიც ლიდერების შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორშაბათს „ლელოს“ ოფისში გაიმართა. დეკლარაციას პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ხელს მოაწერენ პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები, აგრეთვე ისინი თავის პარტიულ სიებს გაიწვევენ.

„დღეს შევათანხმეთ საბოლოო დეტალები იმ ღონისძიების, რომელიც გაიმართება პირველი სხდომის პარალელურად. როგორც უკვე იცით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს, შეიკრიბება მეტეხის ტაძართან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტშია შესული, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია. საბოლოო დეტალები გავიარეთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდა რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი. ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

უახლოეს დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ოპოზიცია ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

„მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ჯერჯერობით რაციონალური წინადადება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს. ის მაშინ გაჩნდება, როდესაც მათი მხრიდან იქნება კონკრეტული წინადადებები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

55
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
„ქართული ოცნების“ ოფისი

„ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან კომპრომისი მოძებნოს

61
(განახლებულია 13:48 30.11.2020)
პოლიტიკოსის აზრით, იკვეთება გარკვეული კონტურები იმისა, რომ მომდევნო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედეგს მოიტანს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კომპრომისულ შეთანხმებას შესაძლოა მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს მიაღწიონ, რომელიც შუამავალი ელჩების მონაწილეობით გაიმართება, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ვითარების მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიეს, თუმცა ორ რაუნდს შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ამილახვრის განცხადებით, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ არსებობს გარკვეული წინაპირობები იმისა, რომ შემდეგი მოლაპარაკებები შედეგებს მოიტანს.

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა>>

„მოლაპარაკებების მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება, ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამილახვარი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა დააახლოვონ თავიანთი პოზიციები და გადადგან კომპრომისული ნაბიჯები, მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, რადგან ეს საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ამილახვრის აზრით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა და ამავდროულად პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობისთვის დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნა შეუთავსებელია.

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს>>

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. დასავლელი დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერებთან პერიოდულად შეხვედრებს მართავენ.

61
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
რუსული ვაქცინა  Спутник V

ევროპაში განმარტეს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას

0
ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გამოიყენოს COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა, მთელ ევროკავშირზე არ გავრცელდება. იუწყება РИА Новости.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა 13 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან რუსული ვაქცინის უნგრეთში წარმოების საკითხი განიხილა. სიიარტომ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში „სპუტნიკ  V“-ის მცირე პარტიების მიწოდება დეკემბერში დაიწყებოდა, უფრო მსხვილი პარტიებისა კი - იანვარში.

„ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც ევროპის მოქალაქეებს სთავაზობენ, უმჯობესია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ იყოს დამტკიცებული. თუმცა სასწრაფო პროცედურის ფარგლებში, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვაქცინის გამოყენება და თავის მოქალაქეთა შორის მისი გავრცელება დაუშვას. მაგრამ ჩვენ ვაქცინის საკითხებში მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრე ვართ“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ევროკომისიაში განმარტეს, რომ სახელმწიფო თავადაა პასუხისმგებელი სასწრაფო წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„თუ ვაქცინის გამოყენება ნებადართულია უნგრეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ საუბარია მის გამოყენებაზე მხოლოდ უნგრეთის ტერიტორიაზე“, - დაასკვნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) 26 ნოემბერს დაადასტურა კონტაქტები „სპუტნიკ  V“-ის მწარმოებელთან და აღნიშნა, რომ რთულია წინასწარ იმის გათვლა, რამდენ ხანში იქნება დამტკიცებული ასეთი პრეპარატები. ამავდროულად სააგენტოში განაცხადეს, რომ ევროკომისიაში აგროვებენ რესურსს ამ პროცესების დასაჩქარებლად და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლისა და ნებართვის გაცემის ვადების შესამცირებლად.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა ასევე, რომ სააგენტოს ჯერ არ მიუღია განაცხადი ევროპულ ბაზარზე რუსული ვაქცინის გაყიდვის ნებართვის მიღებაზე. მანასევე დასძინა, რომ  მონაცემებს აღნიშნულ პრეპარატზე ჯერ არც ევროკომისია არ ფლობს.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში