ქართველი სამხედროები ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთში არჩევნების პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფსა და გერმანულ ბაზა „მარმალზე“ გაიხსნა და პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე დისლოცირებული სამხედროები, ასევე ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით დააფიქსირებენ.

ავღანეთში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

სამხედროები  ხმის მიცემას მხოლოდ პარტიებისა და ბლოკებისთვის შეძლებენ, კანონმდებლობით მათ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ორ სამხედრო ბაზაზე 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: როგორ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სამხედრო მოსამსახურეები

ავღანეთში საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამებისთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ცესკოს ელექტრონულად გაუგზავნის.

საქართველოს მხრიდან მისიაში 900-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

უწყების ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ტარდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0