საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იწყება

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოში საპარლამენტო არჩევნები იწყება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უჩვეულოდ და განსაკუთრებული წესებით ჩატარდება

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნება.

დღეს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.

ინსტრუქცია: როგორ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და არ ვავნოთ ჯანმრთელობას>>

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ დაარეგისტრირა 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120–ს პროპორციული, 30–ს კი მაჟორიტარული წესით.

ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
არჩევნები უსაფრთხო პირობებში: ცესკომ ახალი წესები დაადგინა

არჩევნები განსაკუთრებულ და უჩვეულო გარემოში ტარდება – კორონავირუსის გამო, მოსახლეობის დაცვის მიზნით, საარჩევნო უბნებზე განსაკუთრებული წესები მოქმედებს.

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ცესკომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნა. გადასატანი საარჩევნო ყუთი 4 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მოითხოვა. 

COVID-19–ის პანდემიის გამო გარკვეული ცვლილებები შევიდა პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით, სადაც სულ 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

არჩევნები გისოსებს მიღმა: როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ქართველი პატიმრები?>>

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, წელს პატიმრების რაოდენობა, რომელთაც არჩევნებზე ხმის უფლება აქვთ, გაზრდილია, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს, არამედ იმათაც, ვინც მძიმე დანაშაულებისთვისაა გასამართლებული.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველო ირჩევს დეპუტატებს: ყველაფერი, რაც 2020  წლის არჩევნებზე უნდა იცოდეთ

არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები მიადევნებენ თვალს, მათ შორის – ონლაინ.

პანდემიის გამო რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების მასშტაბი შეამცირა.

ეუთო გეგმავდა ქვეყანაში 250 დამკვირვებლის გამოგზავნას, თუმცა პანდემიის გამო ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ქვეყანაში იმუშავებს 13 ექსპერტისგან და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან დაკომპლექტებული მისია.

ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

პროცედურები არჩევნების შემდეგ: როდის ეყოლება საქართველოს ახალი მთავრობა>>

აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ასევე უარი თქვეს საქართველოში სპეციალური სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნაზე – ისინი კენჭისყრის პროცესს შორიდან, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დააკვირდებიან.

მაგრამ დამკვირვებლების გარეშე საქართველო არ დარჩება – არჩევნებზე დაკვირვებისთვის 120 ქართული და 48 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა – სულ 47 ათასზე მეტი დამკვირვებელი. საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვლენ პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს-ს საგანგებო განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში 31 ოქტომბრისთვის 28 დამკვირვებელი გამოგზავნა.

რაც შეეხება სპეციალისტებს დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესტონეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, არჩევნებს ამ და სხვა ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები დააკვირდებიან.

კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. სულ ერთიან საარჩევნო სიაში დარეგისტრირებულია 3 526 032 ამომრჩეველი. აქ შედიან საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ (14 170).

ცესკომ გუშინ დააზუსტა ის ქვეყნები, სადაც საარჩევნო უბნები პანდემიის გამო არ გაიხსნება. კერძოდ, უბნები არ გაიხსნება აზერბაიჯანში, ხოლო საბერძნეთში ხუთიდან მხოლოდ სამი უბანი გაიხსნება.

როგორ შეძლებენ უცხოეთში მყოფი მოქალაქეები კენჭისყრაში მონაწილეობას? ინსტრუქცია მზადაა>>

გარდა ამისა, საარჩევნო უბნები არ გაიხსნება რუსეთშიც, რომელთანაც საქართველოს 2008 წლიდან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები.

ყველა ახალი ამბავი
0