წინასაარჩევნო ბანერები

ქართული პარტიების რეიტინგები არჩევნების წინ

474
(განახლებულია 15:08 29.10.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ რეგულარულად ქვეყნდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომელთა მთავარი პუნქტი პოლიტიკური პარტიების რეიტინგია.

ამ არჩევნების მთავარი ინტრიგაა – შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლების შენარჩუნებას არჩევნების ახალი სისტემის პირობებში.

ვის აძლევენ ხმას საქართველოს მოქალაქეები - ახალი გამოკითხვის შედეგები>>

ამჯერად პარლამენტი დაკომპლექტდება იმ პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენელი 120 დეპუტატით, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატით, რომლებიც საკუთარ ოლქებში ხმათა უმრავლესობას მოიპოვებენ.

წინასაარჩევნო რეიტინგებს საქართველოში ცნობილი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები ადგენენ. ასეთი სულ ხუთი სხვადასხვა რეიტინგი ქვეყნდება.

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) თავიანთ რეიტინგებს დამოუკიდებლად ადგენენ.

პარალელურად რეიტინგები შეუკვეთეს ქვეყნის წამყვანმა ტელეარხებმა: ტელეკომპანია „იმედმა – კომპანია Gorbi-ს, ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ – კომპანია Ipsos-ს, „ფორმულამ“ კომპანია Edison Research-ს, ხოლო „რუსთავი 2“-მა – კომპანია Survation-ს.

„Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ კვლევების შედეგებს იმ პარტიების რეიტინგების შესახებ, რომლებსაც ქვეყნის პარლამენტში მოხვედრის შანსები აქვთ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – მმართველი პარტია. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს მესამედ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა რეიტინგი
NDI  17%
IRI  33%
Gorbi   56,3%
Ipsos  24,5%
 Edison Research   36%
Survation   55,6%

ბლოკი „ძალა ერთობაშია“, რომელშიც შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნებში ძალებს ამ შემადგენლობით პირველად მოსინჯავს. პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს მეექვსე საპარლამენტო არჩევნებია. მისი პირველი მონაწილეობა არჩევნებში „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ყველაფერი პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა რეიტინგი
NDI  5%
IRI  16%
Gorbi    11,9%
Ipsos  17,4%
 Edison Research  17%
 Survation  19,8%

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერების პარტია ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა  რეიტინგი
IRI  4%
Gorbi  4,8%
Ipsos  6,9%
 Edison Research    5%
Survation  5,2%

„ლელო საქართველოსთვის“ – ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია. ის ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური ძალაა. შეიქმნა გასული წლის ნოემბერში. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს პირველად.

„ლელო საქართველოსთვის“ – ცნობები პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა  რეიტინგი
Gorbi  2,9%
Ipsos  3,6%
 Edison Research     2%
Survation  3,1%

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – არჩევნების გამოცდილი მონაწილეა. პარტიისთვის ეს უკვე მეორე არჩევნებია. 2016 წელს პირველი არჩევნების შემდეგ ისინი პარლამენტში მოხვდნენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა   რეიტინგი
IRI  4%
Gorbi  7,1%
Ipsos  1,7%
 Edison Research     3%
Survation  3,8%

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ – შედგება ორი პარტიისგან, რომლებისთვისაც ეს არჩევნები პირველია.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა   რეიტინგი
IRI  4%
Gorbi  3,5%
Ipsos  3,4%
 Edison Research  4%
Survation  5,1%

„ლეიბორისტული პარტია“ – საპარლამენტო არჩევნების ყველაზე გამოცდილი მონაწილე. ამ ოპოზიციური პარტიისთვის ეს უკვე მეექვსე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - ყველაფერი პოლიტიკური ძალის შესახებ>>

გამოკითხვა   რეიტინგი
IRI  3%
Gorbi  3,3%
Ipsos  1,9%
 Edison Research   3%
Survation  2,7%

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტია. ამ პოლიტიკური ძალისთვის ეს მეორე საპარლამენტო არჩევნებია.

ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია>>

გამოკითხვა   რეიტინგი
Gorbi    1,7%
Ipsos   1%
 Edison Research    1%
Survation   1,1%
„გირჩი“ – ყველაზე ორიგინალური პარტია საქართველოში. არჩევნებში მონაწილეობს ისე, რომ ერთ თეთრსაც არ ხარჯავს წინასაარჩევნო კამპანიაზე.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ>>
გამოკითხვა   რეიტინგი
 Gorbi  2,7%
Ipsos  1,8%
 Edison Research     2%
Survation

 2,1%

474
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიციის გეგმები შეიცვალა: მზადდება ახალი დეკლარაცია

62
(განახლებულია 22:08 30.11.2020)
პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კვლავ ძველი მოთხოვნა აქვთ - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ გეგმები შეცვალა - მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის პირველ დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები მეტეხის ტაძრის ეზოში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს >>

ამის შესახებ ცნობილი გახდა ოპოზიციიც ლიდერების შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორშაბათს „ლელოს“ ოფისში გაიმართა. დეკლარაციას პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ხელს მოაწერენ პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიები, აგრეთვე ისინი თავის პარტიულ სიებს გაიწვევენ.

„დღეს შევათანხმეთ საბოლოო დეტალები იმ ღონისძიების, რომელიც გაიმართება პირველი სხდომის პარალელურად. როგორც უკვე იცით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, შეიკრიბება მეტეხის ტაძართან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით პარლამენტშია შესული, მანდატის დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია. საბოლოო დეტალები გავიარეთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდა რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი. ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

უახლოეს დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. ამ დროისათვის ცნობილია, რომ ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ამას ერთადერთ შეუსრულებელ მოთხოვნას უწოდებს.

„მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ჯერჯერობით რაციონალური წინადადება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს. ის მაშინ გაჩნდება, როდესაც მათი მხრიდან იქნება კონკრეტული წინადადებები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა პოზიციების დასაახლოებლად ოპოზიციის ლიდერებთან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართეს, თუმცა ახალი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცესკომ უახლოეს დროს არჩევნების მეორე ტურის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს, შემდეგ კი 20 დღის განმავლობაში პარლამენტის პირველი სხდომა დაინიშნება. ოპოზიციის მიერ ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი, რომელშიც „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, მუშაობის დაწყებას და კანონების მიღებას მაინც შეძლებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და მას ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

62
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
„ქართული ოცნების“ ოფისი

„ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციასთან კომპრომისი მოძებნოს

61
(განახლებულია 13:48 30.11.2020)
პოლიტიკოსის აზრით, იკვეთება გარკვეული კონტურები იმისა, რომ მომდევნო მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედეგს მოიტანს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კომპრომისულ შეთანხმებას შესაძლოა მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს მიაღწიონ, რომელიც შუამავალი ელჩების მონაწილეობით გაიმართება, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ წყვეტს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ვითარების მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებმაც მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიეს, თუმცა ორ რაუნდს შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ამილახვრის განცხადებით, მას დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ არსებობს გარკვეული წინაპირობები იმისა, რომ შემდეგი მოლაპარაკებები შედეგებს მოიტანს.

ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტი კიდევ ერთხელ დაადასტურა>>

„მოლაპარაკებების მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება, ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

ამილახვარი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა დააახლოვონ თავიანთი პოზიციები და გადადგან კომპრომისული ნაბიჯები, მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, რადგან ეს საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, ამილახვრის აზრით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა და ამავდროულად პარლამენტში პოლიტიკური საქმიანობისთვის დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნა შეუთავსებელია.

სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს ორი ქართული პარტია აცხადებს>>

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. დასავლელი დიპლომატები ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერებთან პერიოდულად შეხვედრებს მართავენ.

61
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:07 30.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 1 დეკემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღე შესანიშნავია კონტაქტებისა და ნაცნობობისთვის, ინფორმაციებისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. საჭიროა ძველი საქმეების გაგრძელება, არ ღირს ახლის წამოწყება.

კარგი დღეა სასწრაფო საქმეების მოსაგვარებლად. ხელსაყრელი დროა ჟურნალისტებისთვის, ახალი ცნობების მოსაპოვებლად, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისთვის. ასევე შეიძლება კომერციული საქმიანობა, თუ ქონებრივ და საოჯახო საქმეებთან არ არის დაკავშირებული. ამ დღეს ადამიანებში ჩნდება აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, ემოციური აღქმა.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან. ასეთ დროს ნაცნობობისკენ ილტვიან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქი და არცთუ სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

სასიყვარულო რომანი ამ დღეს იწყება მსუბუქად, არა ვნებით, არამედ ენამოსწრებული სიტყვებით ან დამაჯერებელი დაპირებებით; მაგრამ ურთიერთობები მოკლებული იქნება ყოველგვარ ვალდებულებებს, უფრო „თავქარიანი“ კავშირი გამოვა, ერთგვარი „თამაში“, ვიდრე ღრმა და სერიოზული ურთიერთობები.

რეკომენდებულია დასვენება, მიღწეული პოზიციების გამტკიცება, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საქმეების განხილვა, ორომტრიალისთვის თავის არიდება, ვაჭრობა, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ფულადი ოპერაციები, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე ხელმოწერა, მოლაპარაკებების წარმოება, ნეგატიური ემოციების გამომჟღავნება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა. მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება, გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა. შეიძლება მავნებლებთან ბრძოლა, შეწამვლა, დასუსტებული მცენარეებისთვის სასუქის მიცემა.

0