დაღუპულთა სიმბოლური მემორიალი

საომარი მოქმედებების დროს საქართველოში 2000-ზე მეტი კაცი დაიკარგა

418
(განახლებულია 19:45 27.08.2015)
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. 1990-იანი წლებში მიმდინარე პროცესებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში 2000-ზე მეტი კაცია  გაუჩინარებული.  

 აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ხუთშაბათს, 27 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა. 30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა და  2003 წლიდან ეს თარიღი საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება.

 „30 აგვისტო კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ გაუსაძლის ტკივილს, რასაც ასეულობით  ოჯახი განიცდის შინმოუსვლელი ახლობლების გამო…ვუსამძიმრებთ როგორც ქართველ, ისე აფხაზ და ოს ოჯახებს ძმათამკვლელ ომებში გაუჩინარებული სიცოცხლეების გამო“, ნათქვამია დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის გიორგი ვოლსკის განცხადებაში. 

 ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საქართველოს რამდენიმე ქალაქში:

  თბილისში

14:00 — საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (სამების საკათედრო ტაძარი);

17:00 — დიღმის ძმათა სასაფლაოზე;

  მარტვილში

14:30 — მარტვილის მონასტერში;

  მცხეთაში

13:00 — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.


418