ბათუმში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

გამოწერა
7-10 ოქტომბერს ბათუმში ანიმაციური ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი ”თოფუზი” ჩატარდება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამშაბათს ანიმაციის ფონდში, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორია.

თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 7-10 ოქტომბერს ბათუმში ანიმაციური ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი ”თოფუზი” ჩატარდება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამშაბათს ანიმაციის ფონდში, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ანიმაციური ფილმები მსოფლიოს 39 ქვეყნიდან.

”ფესტივალის მიზანია საქართველოში ანიმაციური ჟანრის განვითარება და საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ახალი კონტაქტების დამყარება, ასევე მსოფლიოში ქართული ანიმაციის წინ წაწევა”, - აღნიშნეს ფონდში.

ფესტივალი საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებს მოიცავს. გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართება შეხვედრები ავტორებთან.

საკონკურსო ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ხუთკაციანი ჟიური და საბავშვო ჟიური ცხრა ბავშვის მონაწილეობით, ასევე ინტერნეტ-აუდიტორია.

ფესტივალზე გათვალისწინებულია რვა ნომინაცია: ”გრან-პრი”, ”საუკეთესო ქართული სტუდენტური ფილმი”, ”საუკეთესო ფილმი მოზრდილებისთვის”, ”საუკეთესო საბავშვო ფილმი”, ”საუკეთესო დებიუტი”, ”საუკეთესო სერიალი”, ”საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი” და ”საუკეთესო ინტერნეტ-ფილმი”.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან კენჭისყრით ვებ-გვერდზე www.myvideo.ge.

ფესტივალი ”თოფუზი” 2009 წელს ბათუმში დაფუძნდა. 

ყველა ახალი ამბავი
0