გაეროს 75-ე წლისთავი: რა მიზნით შეიქმნა ორგანიზაცია

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს გენერალური ასამბლეის სესია
გაეროს გენერალური ასამბლეის სესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 75–ე წლისთავთან დაკავშირებით, Russia Today რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევის სტატიას აქვეყნებს

„მიუხედავად ყველა პრობლემისა და კრიზისისა, რომლებსაც გაერო და მისი წევრი სახელმწიფოები ეჯახებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რთულია კამათი იმაზე, რომ  დიდწილად სწორედ ორგანიზაციის წესდებაში ჩადებული საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების წყალობით მოხერხდა არ ჩავძირულიყავით მესამე მსოფლიო ომის  მორევში, გადაიჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბევრი მწვავე საკითხი პლანეტაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის სწორი დასკვნები ვერ გამოქგვქონდა პრობლემებიდან, რომლებიც XX და XXI საუკუნეებმა შემოგვთავაზა.

გაეროს შტაბბინა - Sputnik საქართველო
ოთხწლიანი პაუზა: რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნდა

შეგახსენებთ, რომ გაეროს მისია, რომელიც მისმა დამფუძნებელმა სახელმწიფოებმა განსაზღვრეს მისი შექმნისას, სამი პრინციპისგან შედგება: სტაბილური და უსაფრთხო მსოფლიოსკენ სწრაფვა, ადამიანის უფლებათა დაცვა და ბევრად სამართლიანი წესრიგის აგება.

გაეროს სტრუქტურებმა ბევრი გააკეთეს საიმისოდ, რომ მსოფლიოს გვერდი აექცია უფსკრულისთვის, რომ ამუშავებულიყო კონფლიქტების სამართლებრივ სივრცეში გადაჭრის მექანიზმები. გაეროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა განიარაღება, მასობრივი განადგურების იარაღის ყველა მარაგის შემცირება და ლიკვიდაცია. და დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით.

ამასთან აუცილებელია, არა მაერო უკვე არსებული შეიარაღების შემცირება, არამედ ახალი საფღთხეების წარმოქმნის რისკების მინიმუმამდე დაყვანაც. სწორედ ამ მიზნით გამოაცხადა რუსეთმა მორატორიუმი ახალი სარაკეტო სისტემების ევროპაში და სხვა რეგიონებში განთავსებაზე. იმედი ჰვაქვს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯებს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას ყველა კოსმოსურ სახელმწიფოს შორის, კოსმოსის მილიტარიზაციის ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ.

გაეროს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველო და გაერო თანამშრომლობას აღრმავებენ

მსოფლიოს მრავალ წერტილში დღეს ისევ ღვივის შეიარაღებული დაპირისპირების კერები, ყოველდღე იხოცებიან ადამიანები. და როგორც წესი, მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ამა თუ იმ სიტუაციის შეფასება გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, ვინ მართალია და ვინ — დამნაშავე, ვინ არის აგრესორის და ვინ — აგრესიის მსხვერპლი.

არანაირი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მით უმეტეს, სამხედრო ალიანსები, ვერ შეარევენ გაეროს საწესდებო ორგანოების მონოპოლიას მსოფლიო თანამეგობრობის ნების გამოხატვაზე. გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ცალკეული სახლემწიფოების მცდელობა, მიაწებოს იარლიყები სახელმსიფოებსა და მთავრობებს, გადაწყვიტოს მსოფლიოს ბედი, გარდაუვლად გადაგვისვრის ათწლეულებით უკან.

განსაკუთრებულ სიფხიზლეს მოითხოვს გაეროს როლის ჩაშლის მცდელობები და მის მაგივრად ერთგვარი „დემოკრატიული ერების თანამეგობრობის (კლუბის)“ შექმნის  მცდელობა. ასეთი იდეები კი არ აერთიანებს, არამედ ყოფს კაცობრიობას, ხელს უწყობს საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავებას და საბოლოოდ პირდაპირ კონფლიქტებამდე მივყავართ. გაერო კი ადამიანის უფლებების კონცეფციის  განვითარებისა საფუძველზე შეიქმნა.

გაეროს შენობა - Sputnik საქართველო
„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“ – გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღთან დაკავშირებით

ადმიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან ერთად, არის ადამიანის იუფლებათა აღიარებისა და განმტკიცების საერთაშორისო აღიარების ფუნდამენტი. ამ დოკუმენტებში არსებული უფლებების წახალისება და დაცვა არის გაეროს მუშაობის სახელმძღვანელო პრინციპი. როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ერთ–ერთმა შემქმნელმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა რენე კასენმა აღნიშნა: „... დეკლარაციის მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი უნივერსალურობაა. ის ვრცელდება ყველა ადამიანზე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე; ის ასევე გამოიყენება ყველა ტერიტორიაზე — ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეჟიმების მიუხედავად“.

მიდგომა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედია, გამართლებულია იმის გათვალისწინებითაც, რომ პირველმა ათწლეულებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაიარა დევიზით Never Again! ცივილური ხალხები, რომელთა სახელითაც შეიქმნა კიდეც გაერო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები 1940-იანი წლების ბოლოსა და 1950-იანებში, მოწოდებულნი იყვნენ, არ დაეშვათ მეორე მსოოფლიო ომის საშინელებები, გენოციდები, სამხედრო დანაშაულები, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, პიროვნების ღირსების დამცირება.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გაზრდა სურს. რა შეიცვლება მშვიდობის შესანარჩუნებლად? - Sputnik საქართველო
გაეროს უშიშროების საბჭოს გაზრდა სურს. რა შეიცვლება მშვიდობის შესანარჩუნებლად?

გაეროს მიდგომების გაზიარება, მისი უნიკალური არქიტექტურის დაცვა, ერთ მანეთის ინტერესებისა და ეროვნული ტავისებურებების გათვალისწინება დღეს აუცილებელია როგორც არასდროს. ამასთან თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისადმი სწრაფვა, სოლიდარობა ხელს შეუწყობს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაერო იქმნებოდა როგორც ორგანიზაცია, რომელმაც უნდა მოძებნოს ყველაზე მწვავე გლობალური პრობლემების გადაჭრის გზები, იდგეს მსოფლიოს ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე. ის მოწოდებულია, თავიდან აარიდოს მომავალ თაობებს ომის უბედურება, განამტკიცოს ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი რწმენა, უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა და გააუმჯობესოს ადამიანთა ცხოვრება.  სწორედ ამ მაღალი იდეალების მისაღწევად შეიქმნა კიდევაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“.

ყველა ახალი ამბავი
0